
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
წვირმის მთავარანგელოზის ტაძარი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში მდებარეობს. იგი XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია ორსართულიან დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. პირველი სართული XIII საუკუნეშია აგებული, მოერე სართული კი XIV საუკუნეში დაადგეს. ქვედა ეკლესიის ინტერიერში დაცულია XIII საუკუნის ფრესკები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მინასენები ეკვრის, შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს რომ მინაშენი სამხრეთიდანაც უნდა ყოფილიყო. ტაძრის ფასადები შელესილი ყოფილა, თუმცა ნალესობის კვალი თითქმის აღარ იკითხება. ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შედგენილი ფართო ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიის ქვედა სართულის დარბაზი აღმოსავლეთით ბრტყელი აფსიდით სრულდება. საკურთხეველი, დარბაზის იატაკთან შედარებით, ერთი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისგან ხის ორნამენტირებული კანკელითაა გამოყოფილი. აფსიდში მაღალი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს, კედლის კუთხეებში, თაროებია მოწყობილი, სარკმლის წინ კი ტრაპეზის ქვა დგას. მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია დასავლეთის მხრიდან, არქიტრავული კარით. მეორე სართულის დარბაზი გადახურულია კამარით. აფსიდში აქაც სარკმელია გაჭრილი, კიდევ ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. დასავლეთის მინაშენს ერთი სარკმელი აქვს. მინაშენის შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი - თაღოვანი. შესასვლელის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული. მინაშენი პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი თაღებით სამ ნაწილადაა დანაწევრებული. დასავლეთის მინაშენის სამხრეთ მინაშენთან დამაკავშირებელი გასასვლელი ამოქოლილია, ჩრდილოეთ მინაშენთან დამაკავშირებელი შესასვლელი კი არქიტრავულია. ჩრდილოეთის მინაშენს ერთი სარკმელი აქვს - აღმოსავლეთით. ტაძრის ფასადები სადაა, მოურთველი. ეკლესია ნაგებია შირიმისა და ფიქალის შერეული წყობით, კირის დუღაბზე.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა