დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის მხარეში, ვანისმუნიციპალიტეტში მდებარეობს, ვანის ნაქალაქარის მიდამოებში. იგი ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით დაარსდა 1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმი დღეს ოთარ ლორთქიფანიძის სახელს ატარებს. ვანის მუზეუმში დაცული მასალა მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII საუკუნიდან I საუკუნის ჩათვლით. აქ ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა.


ვანის ნაქალაქარი

ვანის ნაქალაქარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია და მოიცავს კულტურულ ფენებს რკინის ხანიდან ელინისტური ეპოქის ჩათვლით. ნაქალაქარი განლაგებულია სამ ტერასად დანაწილებულ ბორცვზე, ომელსაც ორი მხრიდან იცავდა ღრმა ხევები. დასახლება ვანში უწყვეტად არსებობდა რვა საუკუნის მანძილზე (ძვ.. VIII-I სს.). ძველი ვანის ისტორიის უადრესი ეტაპი ძვ.. VIII- VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ამ პერიოდის მასალა შედარებით მწირია. სავარაუდოდ მომდევნო ხანების სამშენებლო საქმიანობამ დააზიანა უძველესი ძეგლები. აღნიშნულ ეტაპზე ნაქალაქარი მის შემოგარენში არსებული სამოსახლოების საკულტო-რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო. ყველაზე უკეთ ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე მდებარე საკულტო კომპლექსია შემორჩენილი. მეორე ეტაპი, რომელსაც მიეკუთვნება ხის ნაგებობები, რიტუალური მოედანი, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, მდიდრული სამარხები და სხვა ძეგლები, ძვ.. VI-IV საუკუნეებით თარიღდება. ამ დროისთვის ძველი ვანი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიური გათხრების განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს ამ პერიოდის კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ვანის ნაქალაქარის ისტორიის მესამე ეტაპზე (ძვ.. IV -ის მეორე ნახევარი -III -ის დასაწყისი) კოლხეთის სამეფოს დასუსტების პირობებში, ვანის მხარის მმართველებმა გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ამ პერიოდს მიეკუთვნება მდიდრული სამარხების სერია და სამარხების ჯგუფებთან გამართული სამლოცველოები. შეინიშნება სიახლეები ხელოსნობის დარგებსა (მაგ.: დაიწყო ამფორებისა და კრამიტების წარმოება) და დაკრძალვის წესებში (მაგ.: მიცვალებულისათვის მონეტისა და ამფორების ჩატანება). მეოთხე ეტაპზე კი (ძვ.. III -ის მეორე ნახევარი - I -ის შუა ხანები) ძირეული ცვლილებები მოხდა. შეწყდა საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენლების დაკრძალვა ქალაქის ფარგლებში და იგი სატაძრო ქალაქი გახდა. ამ პერიოდის ყველა ნაგებობა საკულტო დანიშნულებისაა. ძველი ვანი ძვ.. I აუკუნის შუახანებში დანგრეულა, თუმცა აღმოჩენილია გვიანანტიკური ხანის და შუასაუკუნეების მასალებიც.


როგორ მივიდეთ

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის მხარეში, ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის 32 ნომერში მდებარეობს. მუზეუმთანმიდის სამანქანო გზა.

თეგები: #ისტორია #კულტურა #არქეოლოგია #ისტორიული ძეგლი #არქეოლოგიური ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+59
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Madona Zoidze
Madona Zoidze

შაბათს თუ მუშაობთ და რა ღირს მუზეუმის ბილეთი მოსწავლის და დიდის?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სამუშაო საათებისა და ფასის გასაგებად გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 32 299 80 22

Vani Sridhar
Vani Sridhar

What is the language spoken in Georgia?. And which script do you use?

sopiko simoneishvili
sopiko simoneishvili

Georgian,
script is mkhedruli.

ინგა ივანიაძე
ინგა ივანიაძე

გამარჯობა ,შეგიძლიათ მითხრათ რა ღირს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში შესვლა?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ფასის გასაგებად გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 32 299 80 22

guga qartvelishvili
guga qartvelishvili

ra girs vanis muzeumshi shesvla?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ვანის მუზეუმი დაკეტილია დროებით და გახსნის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.

Iona Napetvaridze
Iona Napetvaridze

მოგესალმებით, მაინტერესებს ვანის მუზეომი მუშაობს თუ არა დღეს და ბილეთის ფასი?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!