
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადგილ ფუტუროებში, სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (12,3 X 6,8 მ), ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები მოყავისფრო შირიმის ქვისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონდა. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ტიმპანით გადახურული თაღოვანი კარია. სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელების მხოლოდ წირთხლებია შემორჩენილი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმლებია. მეორე სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში, დაახლოებით 2,5 მ სიმაღლეზე, აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა, რაც ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს. აფსიდებში ვიწრო თაღოვანი სარკმლებია. სადიაკვნეში სწორკუთხა ნიშია. დარბაზის ორსაფეხურიანი პილასტრების პირველ საფეხურზე კედლის თაღები გადადის. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის მარცხენა ორნამენტირებული საპირე და სადა სათაური ქვა, აგრეთვე მარცხენა მცირე სარკმლის რელიეფურ-თავსართიანი სათაური ქვა. საკურთხევლის სარკმლის მსგავსი ორნამენტირებული საპირეთი იყო მოჩარჩოებული სამხრეთის სარკმელიც, რომლისაგანაც ქვედა ნაწილებიღაა შემორჩენილი. ჩრდილოეთ კარის ტიმპანის ძლიერ დაზიანებული ასომთავრული წარწერა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აღნიშნულ ეკლესიაზე დასახელებად მითითებული აქვს - "ღვთისმშობელის შობის ეკლესია”

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა