
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ვაშლოვანის კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარეობს. იგი 1811 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ კოშკი არასოდეს გამოყენებულა საბრძოლო დანიშნულებით, ის ააშენეს, როგორც გასართობი და საბანკეტო ადგილი ქართველი არისტოკრატებისათვის და შესაბამისი სახელიც შეურჩიეს - “სალხინო”. ნაგებობა გეგმით წრიული ფორმისაა. აქ დაცული წარწერის მიხედვით კოშკის ქტიტორი რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი თამაზ ორბელიანია, ხუროთმოძღვარი კი - “ოსტატი გიორგი”. ვაშლოვანის კოშკი ნაგებია მონაცრისფრო, ადგილობრივი კლდის ნატეხი ქვით დუღაბზე. ნაგებობის მონოტონურობა დარღვეულია აღმოსავლეთიდან მიდგმული აგურის ლოჯიით. ლოჯიის წითელი, თეთრი და ყვითელი აგურებით შედგენილი მხატვრული წყობა ხაზს უსვამს აღმოსავლეთ მხარეს. აგურის წყობაშია ჩართული თაღოვანი შესასვლელი კარიც. კოშკი ოთხსართულიანია, თითოეულ სართულში თითო სადგომია, რომლებიც ერთმანეთთან კედელში დაყოლებული ქვის კიბითაა დაკავშირებული. კოშკს აქვს ბუხარი და აივანი. ინტერიერი ნათდება თაღოვანი სარკმლებით. ვაშლოვანის კოშკი აგებულია ძველი ფეოდალური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შერწყმით ახალ ფორმებთან.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა