
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენიდან 5,5 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ვერას ხეობის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. თარიღდება VII საუკუნით, გადაკეთებულია XI საუკუნეში.
შენობა სამნავიანი ბაზილიკაა. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. აფსიდში და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში — ორ-ორი. თითო სარკმელი სადიაკვნის და სამკვეთლოს აფსიდებშიცაა.
ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილი ლავგარდნის ნაწილები პროფილირებულია. აღმოსავლეთ სარკმლის ჩარჩოზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი გრგნელი, რომელსაც ეკლესია XI საუკუნის 60-იან წლებში აღუდგენია და ჩუქურთმით მოურთავს. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების გაყოლებით ჩანს მონაშენის კვალი.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა