
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ვერეს ციხე, აზრატის ციხე, ბერეს ციხე მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, მდინარე ტანის ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ძნელად მისადგომ ქედზე. ციხეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს. აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით.
ნაგებობა თარიღდება IX–X საუკუნეებით. ვერეს ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა და იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X საუკუნის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთერისთავების — ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნის შუახანამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წელის ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ. XVII-XVIII საუკუნეებში ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. 1638 წელს ვერეს ციხეში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანყებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვერეს ციხე აიღო და გაანადგურა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა