
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ზაქაროს წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროს მიმდებარედ.
ეკლესია დარბაზულია. მინაშენებით. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვიშაქვით. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი ამოშენებულია. სამხრეთი შესასვლელით ეკლესიის დარბაზული ნაწილი კარიბჭეს უკავშირდება. დარბაზის კედლებს პილასტრები ამაგრებს. ფასადები დასრულებული ყოფილა აგურის ლავგარდანით. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ლავგარდანის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი. ინტერიერი მოხატული ყოფილა (შემორჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტი). ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე და მცირე ეკლესია, ხოლო დასავლეთიდან სათავსო. კედლებს ბზარები აქვს გაჩენილი.
ეკლესია აგებული უნდა იყოს გვიან შუა საუკუეებში დაახლოებით XVI-XVIII ს-ში.
ეკლესიაში მისასვლელად უნდა გაცდეთ სოფელ ზაქაროს და ხელოვნურ წიწვოვან ტყეში შეხვიდეთ, სამანქანო გრუნტოვანი გზა ეკლესიამდე მიდის.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა