
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ზარათის წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ეკლესია იმერეთის მხარეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. მას ძველად დასავლეთით საქალებო ჰქონია, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კი - სამწირველოები. საქალებოს საძირკვლისა და სამწირველოების კვალი დღემდე შესამჩნევია. შესასვლელი ორია - დასავლეთითა და სამხრეთით. ტაძრის სახრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით სარკმლებია გაჭრილი. ორივე კარი და აღმოსავლეთს სარკმელი ჩუქურთმებითაა მოჩარჩოებული. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია. ფრესკები XVII საუკუნით თარიღდება. საკურთხევლის კონქში დეისუსის კომპოზიციაა გამოსახული. ეკლესიაში გვხვდება ქრისტე ემანუელის, ეკლესიის მამების, ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლის, იოანე მახარებლისა და მთავარანგელოზების, საუფლო დღესასწაულების, წმინდანთა და მოწამეთა ფრესკები. აღსანიშნავია სამხრეთის კედელზე გამოსახული ღვთისმშობლისაკენ ვედრებით მიმართული მხატვარი. მსგავსი კომპოზიცია იშვიათია ქართულ კედლის მხატვრობაში. მოხატულობა გამოირჩევა ჟღერადი კოლორიტით. ტაძარი მოპირკეთებულია თლილი ქვით.




ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა