
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში,
მულახის თების სოფელ ჟაბეშში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით დათარიღებული, შირიმის თლილი ქვით ნაგები,
დარბაზული ნაგებობაა. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული ტაძარი მწყობრი პროპორციებით გამოირჩევა. ეკლესიის საფასადო გაფორმებას სამთაღედის
კომპოზიცია უდევს საფუძვლად, რომელიც ზედა ნაწილში სვანური
კოშკების
გვირგვინებისთვის
დამახასიათებელ,
დაკბილულთაღებიანი
სალოდეების
მონახაზს იმეორებს. სამთაღედის შიდა წყვილი კბილი შეწყვილებული
ლილვებით
უკავშირდება ცოკოლს.
აღმოსავლეთ
ფასადის
შუა
თაღში
გაჭრილია
ვიწრო,
თაღოვანი
სარკმელი,
დასავლეთ
კედლის
შუა
თაღი
კი
შესასვლელს
ეთმობა.
აღწერილი საფასადო
კომპოზიცია, როგორც ეპოქისათვის ნიშნეული მხატვრული ტენდეცია, რეგიონისთვის სახასიათო
არქიტექტურულ მოტივებსაც წარმოაჩენს. ტაძარის ინტერიერში შემორჩენილია
XII საუკუნის
კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ამჟამად ეკლესიის შესასვლელს უახლოეს წარსულში მიშენებული
სტოა ფარავს, რომლის იატაკი და კიბის საფეხურები მეტლახის ფილებით არის მოპირკეთებული. აღნიშნული
სტოა და სამხრეთ ფასადზე მიდგმული ცალქანობა მინაშენი ტაძარზე განხორციელებული უკანონო არქიტექტურული ჩარევის შედეგია, რაც უხეშად არღვევს ტაძრის თავდაპირველ
იერსახეს. ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, რომლის დაცვა და
შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა