
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალის აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნებოდა განვითარებულ შუა საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1974 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ეკლესია ნაგები იყო კირქვითა და შირიმით. სამხრეთიდან ეკვროდა სამი სათავსისგან შემდგარი გვიანდელი მინაშენი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა - მინაშენის ერთ-ერთი სათავსიდან. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელი იყო გაჭრილი, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმული იყო მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრციდან გამოყოფილი იყო შირიმის ქვით ნაწყობი კანკელით. საკურთხევლის სარკმლის გარდა დასავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი იყო თითო სწორკუთხა სარკმელი. ეკლესია გადახურული იყო ფიქლის ორფერდა სახურავით. ეკლესიის შიგნით გაითხარა ერთი, ხოლო გარეთ ოთხი ქვისსამარხი და ორი აკლდამა.
ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, 10 მეტრზე, გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები, განვითარებული შუა საუკუნეების მოზრდილი საცხოვრებელი შენობა, რომელიც ორი, თითქმის თანაბარი ზომის, სწორკუთხა სათავსისგან შედგებოდა. მათგან ერთში აღმოჩნდა კერა, მეორეში - ექვსი ქვევრი და ორი თონე.
ეკლესიის სამხრეთ მინაშენში და საცხოვრებელ შენობებში აღმოჩნდა XVIII საუკუნის განძი. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ტაძრის ნახვა ზამთრის პერიოდშია შესაძლებელი როდესაც წყალსაცავში წყლის დონე იკლებს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა