
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჟინვალის წყალსაცავი მცხეთა-მთაინეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით მდებარეობს, მდინარე არაგვის შუა წელში. ის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზე ადგილია და უამრავ ტურისტს იზიდავს. წყალსაცავის ნაპირას მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლიც - ანანურის კომპლექსი, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს ამ ადგილს. ყურადღებას იქცევს აქ მდებარე კიდევ ერთი ძეგლიც: ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობისას წყლის ქვეშ მოექცა XII საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია, რომელიც 6 თვე წყალშია მოქცეული, ხოლო 6 თვის განმავლობაში მისი დანახვა შესაძლებელია. ჟინვალის წყალსაცავი შესანიშნავი ადგილია ბუნებაში განტვირთვისთვის, პიკნიკისთვის, ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად. წყალსაცავი და მისი შემოგარენი ულამაზესია წლის ნებისმიერ დროს. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს, იცუროთ ლურჯ წყალში, მზის ქვეშ ინებივროთ და გაირუჯოთ და დატკბეთ ბუნების მშვენიერებით. გაშლილი სივრცე და მთებს შორის მოქცეული ლურჯ-მწვანე, მოელვარე წყალი საოცარ ხედებს ქმნის. ჟინვალის წყალსაცავი მოქცეულია ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის. მისი სარკის ფართობი 11,5 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე კი - 75 მ. წყალსაცავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თბილისის წყლით მომარაგების საკითხში, ის თბილისის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ამარაგებს სასმელი წყლით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა