![IMG_1921](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/img-1921-8.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ზუბის ციხე ლეჩხუმში, სოფელ ზუბში მდებარეობს, მთებით შემოზღუდული ხეობის შუაში მძლავრად ამოზიდულ კონცხზე დგას. იგი ადრეული პერიოდიდან სტრატეგიულ და კარგად გამაგრებულ ციხეს წარმოადგენდა და იმერეთ-ქვემო სვანეთის მთავარ გზას აკონტროლებდა. ზუბის ციხე გაიგივებულია ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული თაკვერის ციხესთან, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, მთა კავკასის ძირში, მდ. ცხენისწყლის ნაპირას, კონცხზე მდებარეობდა. თაკვერის ციხე თაკვერის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. XVII საუკუნის II ნახევრიდან გრიგოლ ცაგერელს ზუბის ციხე ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიისთვის შეუწირავს. სიმაგრეს მხოლოდ აღმოსავლეთიდან აქვს მისასვლელი, სამი მხრიდან კი მდინარე უვლის. სიმაგრე ქვედა ციხისა და ციტადელისგან შედგება და დაახლოებით 1300 კვმ ფართობი უჭირავს. ქვედა ციხე ფერდობზე ტერასულადაა შეფენილი და ციტადელს აღმოსავლეთიდან აკრავს. პირველი ტერასა თხრილით გამაგრებული კვადროვანი გალავნით იყო მოზღუდული, მეორეს, სწორკუთხა ტერასას კი კვადროვანი ქვით ნაგები საყრდენი კედელი ჰქონია. მესამე ტერასაზე, ყველაზე შემაღლებულ ადგილას სწორკუთხა, ნატეხი ქვით ნაგები ციტადელია, რომელიც ყველა კუთხეში ნახევარწრიული და წრიული ბურჯებითაა გამაგრებული. ციტადელის შუაში ოთხკუთხა კოშკია. ციხეზე ორი სამშენებლო პერიოდი განირჩევა, როგორც ჩანს, იგი გვიან შუა საუკუნეებში განუახლებიათ.
სოფელ ზუბის ტერიტორიაზე არის XX-XXI საუკუნეების ეკლესია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
დაუვიწყარი შთაბეჭდილებების და ახალი თავგადასავლების ძიებაში თუ ხართ? მაშინ გვეწვიეთ და მიიღეთ განუმე...
დაუვიწყარი შთაბეჭდილებების და ახალი თავგადასავლების ძიებაში თუ ხართ? მაშინ გვეწვიეთ და მიიღეთ განუმე...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა