
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ამამლოს თამარის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ამამლოსთან ახლოს მდებარეობს. იგი XII საუკუნის ძეგლია. ნაგებობა დარბაზულია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტრიუმფალური თაღი საკმაოდ ტლანქ, პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. ეკლესია ნაგებია გაუთლელი ქვით, თლილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში, კარნიზსა და მის ქვემოთ მდებარე წყობაში. ტაძარს სამი სარკმელი აქვს, დასავლეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელიც გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. შესასვლელის არქიტრავის მოგრძო, ფოროვანი, ღია ფერის ქვაზე საკმაოდ ღრმა ღარებით მოხაზულია შეკრული ნახევარწრე, მასში ჩასმული გოლგოთის ჯვრით. ფასადების გადაწყვეტა მარტივია, კედლებს ცხოველხატულობას სძენს უსწორმასწორო ქვებით ამოყვანილი კედლების წყობა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ჯიშის მოვარდისფრო მოწითალო და მწვანე ქვა. დასავლეთ ფრონტონზე, სარკმლის თავზე ჩადგმული იყო ორი წარწერიანი ქვა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია გადატანილი. ფასადებს შემოუყვება პროფილირებული ლავგარდანი. ინტერიერი შელესილია. ეკლესია გადახურულია თუნუქით. ტაძართან ძველი სასაფლაოა, სადაც საფლავის ქვებს შორის გვხვდება თავმოტეხილი ვერძის ფიგურა. ეკლესიასა და სასაფლაო გალავანშია მოქცეული. ამამლოს თამარის ეკლესია, როგორც კედლის წყობითა და მორთულობით ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციებიოს გამომხატველი ძეგლია.






გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა