
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ანტიოქია (მცხეთის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. იგი IV-V საუკუნეებით თარიღდება. "ქართლის ცხოვრების" თანახმად, ტაძარი მირიან მეფის შვილთაშვილსა და მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია IV-V სს-ში, სპარსელების განდევნის შემდეგ, ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: "მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგვსათა". ეკლესიის ზღურლბში ჩართული ქვის (ქვის ფილა ამჟამად დაცულია მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში) ბერძნული წარწერა გვამცნობს, რომ ტაძრის ხუროთმოძღვარი ბერძენი ოსტატი ავერლიოს აქოლიოსი ყოფილა. VIII საუკუნეში, საქართველოში მურვან-ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობების დროს, ტაძარი გადაუწვავთ. ის საფუძვლიანად შეუკეთებიათ XV-XVIII საუკუნეებში. ამ დროს თითქმის მთლიანად შეიცვალა ეკლესიის პერანგი, შეიცვალა ასევე აღმოსავლეთ სარკმლის საპირე და გაიჭრა ჩრდილოეთის სარკმელი. ამავე დროს უნდა იყოს მიშენებული კარიბჭე, კარიბჭის მეორე სართული კი XVI-XVIII საუკუნეში უნდა იყოს დაშენებული. XX ს-ის 90-იან წლებში შეილესა და მოიხატა ტაძრის ინტერიერი. დრესდღეობით აქ წმიდა სტეფანე პირველმოწამის დედათა მონასტერია.
ანტიოქია (მცხეთის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია) ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთებულ დარბაზულ ეკლესიას, კარიბჭესა და კარიბჭეზე დაშენებულ სათავდაცვო კოშკს მოიცავს. ამჟამინდელი ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდით. ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. შესასვლელი ერთია - დასავლეთიდან. ეკლესიას ორი სარკმელი ანათებს, ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, მეორე კი - ჩრდილოეთ კედელში. აფსიდის სარკმლის წირთხლში გვიანდელი ორნამენტიანი ფრაგმენტია ჩართული. ტაძარში შემორჩენილია გვიანდელი კანკელის ფრაგმენტი. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც სამხრეთის კონსოლსა და ჩრდილოეთის პილასტრზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ნალისებრი სატრიუმფო თაღი პროფილირებულ ჩრდილოეთით კაპიტელზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთით – კონსოლზე. სამხრეთის კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი ოთხკუთხა ბოძს ემყარება. ფასადები სადაა. აღმოსავლეთის სარკმელი პროფილირებულია. ფასადებს გვიანდელი, წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი, ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიის სამი კედელი ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, სამხრეთის კედელი გვიანდელია და ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურითაა ნაგები. ტაძარი გადახურულია ცალფერდა სახურავით. ეკლესიას დასავლეთით გეგმით კვადრატული, ორსართულიანი კარიბჭე-კოშკი აქვს მიშენებული. კარიბჭე ჩრდილოეთით ორმაგი თაღითაა გახსნილი. თაღები შუაში ჯვაროვანი გეგმის ბოძს ეყრდნობა, პირველი სართული გადახურულია არაწესიერი ფორმის ცილინდრული კამარით. კედლები შელესილია. მეორე სართული სათავდაცვო კოშკს წარმოადგენს, რომლისგანაც სათოფურებიანი კედლების მცირე ნაწილია შემორჩენილი. კარიბჭის პირველი სართული თლილი ქვითაა ნაგები, უფრო გვიანდელი მეორე სართული კი - ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით. ფასადები დასრულებულია ორმაგლილვიანი ლავგარდნით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა