დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

არგვეთის ოქონოს ღვთისმშობლის ეკლესია

Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti Okono Virgin Church of Argveti

არგვეთის ოქონოს ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

არგვეთის ოქონოს ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, ზემო იმერეთში.

ეკლესია დარბაზულია, დასავლეთიდან გვიანი პერიოდის მინაშენით. ნაგებია კირქვის ნათალი ქვით. აღმოსავლეთით ღრმა აბსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველი გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით, რომელზეც კონქის საბჯენი თაღია გადასული. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით, რომლებზეც კამარის საბჯენი ორსაფეხურიანივე თაღები გადადის. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში არქიტრავული კარია გაჭრილი. სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. ერთი სარკმელი აქვს დასავლეთის კარის თავზეც. ამჟამად ის მინაშენშია მოქცეული. ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის კართა გაფორმება გვიანია (გადაკეთება-მიშენებისდროინდელი). ტაძარს მარტივი თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ფასადები გალესილი ყოფილა კირით. ახლა უკვე ჩამოცვენილია. მინაშენი ნატეხი ქვითაა აგებული. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის მოჩარჩოება იდენტურია ეკლესიის დანარჩენი კარების მოჩარჩოების. ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი ქონია ასევე შემდგომი პერიოდის (1982 წელს ჯერ კიდევ იყო). ის დღეს აღარ არსებობს. ეკლესიის მორთულობა მწირია. მთავარი დატვირთვა აღმოსავლეთ ფასადზე მოდის. მორთულია სარკმლის მოჩარჩოება და მის ზემოთ მოცემულია რელიეფური დიდი ჯვარი. ჯვარის თავზე ვერძის ჰორელიეფი იყო, რომელიც ახლა ჩამომტვრეულია.

ეკლესიის დასავლეთით რამდენიმე მეტრში დგას სამსართულიანი სამრეკლო. პირველი და მეორე სართული ყრუა და მასში მესამე სართულზე ასასვლელი კიბეა მოქცეული. მესამე სართული ფანჩატურია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე არგვეთის ოქონოს ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!