დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 აგვისტო, 2018

გადაუდებელი დახმარების სერვისები

კატეგორია: ინფორმაცია

ყველაზე მნიშვნელოვანი და საბაზო ინფორმაცია, რომელიც უცხო ადგილას წასვლამდე უნდა გვქონდეს გადაუდებელი დახმარების სერვისებია. დაზღვევის მიზნით უნდა ვიცოდეთ სად დავრეკოთ:

  • თუ კი ვინმე დაარღვევს ჩვენს უფლებებს;
  • თუ სხვისი უფლებების დარღვევას ან/და კანონის სხვა ტიპის დარღვევას შევესწრებით
  • თუ შეგვექმნება ჯანმრთელობის პრობლემები;
  • თუ აღმოვჩნდებით სახიფათო სიტუაციაში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა);


საქართველოში ამ ტიპის დახმარების მისაღებად არსებობს მხოლოდ ერთი ნომერი:
112

ამ ნომრით შეძლებთ გამოიძახოთ:

    • სასწრაფო სამედიცინო დახმარება
    • ოპერატიული სახანძრო ჯგუფი
    • პოლიცია
    • სამაშველო სამსახური

    სერვისი ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. არსებობს ვიდეო ზარისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოყენებით გამოძახების დაფიქსირების შესაძლებლობა.

    დეტალური ინფორმაცია და საინსტრუქციო ვიდეო მასალა იხილეთ ბმულზე: http://112.gov.ge/?m=111

    სერვისების გამოყენება შეუძლიათ ბავშვებსაც - http://kids.112.ge/
    არსებობს გადაუდებელი დახმარების სერვისების საბავშვო ვებ-გვერდიც, სადაც პატარებს შეუძლიათ ისწავლონ რთულ სიტუაციაში აუცილებელი ქმედებები და გამოძახების დაფიქსირება.

    აღნიშნული ნომრით სარგებლობა და დახმარების მიღება შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

    საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაქციის მისაღებად უნდა გაითვალისწინოთ:

      • მშვიდად და გარკვევით ესაუბრეთ ოპერატორს, რათა იგი ეფექტურად მოგემსახუროთ;
      • დააფიქსირეთ შემთხვევის ზუსტი მისამართი;
      • აღწერეთ შემთხვევა და გამოყავით რა სახის დახმარების მიღება გსურთ;
      • დააფიქსირეთ, თქვენი (გამომძახებლის) სახელი და გვარი;
      • არ გათიშოთ ტელეფონი სანამ ოპერატორი დაასრულებს საუბარს.

      გადაუდებელი დახმარების სერვისებით სარგებლობა არის უფასო!

      112-ს აქვს ახალი სერვისი - ევაკუატორის დახმარება. ამ ეტაპზე მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით. გამოძახების საფასური 30 ლარია. სტანდარტული ევაკუატორით განვლილი 1კმ - 3ლარი, ამწე-ევაკუატორით 1კმ - 4ლარი ღირს.

      თუ კი საკუთარი ავტომობილით მოგზაურობთ თბილისში, პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ევაკუატორის დახმარების სერვისით.

      დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://112.gov.ge/?m=2

      საქართველოში მოგზაურობის უსაფრთხოებასა და ქართულ პოლიზიაზე დეტალურად მოგითხრობთ სტატიაში: რამდენად უსაფრთხოა საქართველოში მოგზაურობა

      გისურვებთ მშვიდობიან მოგზაურობას!

      თეგები: #გადაუდებელი #112
      კომენტარები

      კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

      დაწერეთ კომენტარი
      Kondrate Janashia
      Kondrate Janashia

      ევაკუაციის გეგმის მომზადება თუ დაგჭირდათ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ
      საიტით. მისაღები ფასები და საუკეთესო ხარისხი. https://case.ge/

      დაწერეთ კომენტარი