დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
10 მაისი, 2022

ქუთაისობა ანუ გვირილობა

კატეგორია: კულტურა

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება. Ამ დღეს ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება.

Რას უკავშირდება ‘გვირილობის’ დღესასწაული?


„გვირილობა“, ანუ ‘ქუთაისქალაქობა’ როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

Პირველად დღესასწაული 1921 წელს ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. Დღემდე დღესასწაული ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული. როგორც ყოველთვის "გვირილობა" გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში ტარდებოდა. Ამ დღეს ქუთაისში სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები იმართებოდა.

ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლისთანავე 1919 წლიდან "გვირილობის" დღესასწაული შემდგომი 60 წელი აღარ ჩატარებულა. თუმცა, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, გვირილობაანუ ქუთაისქალაქობა ყოველწლიურად აღინიშნება.


‘Გვირილობა’ 2022


Წელს ‘ქუთაისქალაქობა’ სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, რისი პროგრამაც მერიამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 2021 წელს კოვიდ რეგულაციების გამო დღესასწაული მცირე მასშტაბით გაიმართა.

“გვირილობა 2022“- ის ფარგლებში საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და ქუთაისის კოლორიტების ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდა ამისა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრების გამოფენა, მათ შორის წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით - “ქუთაისის ხედები XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში“.

ღონისძიებებზე ასევე ჭადრაკის მოყვარულთა შორის ტურნირი გაიმართა. “გვირილობა 2022“-ის ფარგლებში ქუთაისში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო ჩატარდა. კლასიკური მუსიკის გარდა, მრავალფეროვანი მუსიკალური ღონისძიებები გაიმართა. დღის მანძილზე ჩატარდა კლასიკური მუსიკის, ამერიკული ჯაზ ბენდის, სიმღერის და ცეკვის ანასმბლის და ასევე ბარდის, ფოლკისა და ჯაზ შემსრულებლის მანანა მენაბდის კონცერტი. ქალაქის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდა.

საღამოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



თეგები: #ტრადიცია #ქუთაისი #იმერეთი #ქუთაისობა #გვირილობა #ქალაქობა #ღონისძიება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები
არტ-გენ ფესტივალი
საინტერესო ადგილები, ინფორმაცია, შოპინგი, კულტურა, ისტორია

არტ-გენ ფესტივალი

თარიღი: ივლისის ბოლო
1 Comments