თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
მსოფლიოში, მიტოვებული ადგილების კვლევა და მათი მონახულება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ საქმიანობით დაკავებულ ხალს სტალკერებს, დიგერებს, რუფერებსა და ურბანულ მკვლევარებს უწოდებენ. საქართველოში კი ასეთი მიტოვებული უამრავი ადგილი გვაქვს, სამხხედრო ბაზები, გვირაბები და შახტები, ნახევრად გამოკვლეული მღვიმეები და უამრავი მიტოვებული სხვადასხვა დანიშნულების შენობები. ეს ყველაფერი კი ურბანული მკვლევარების სამოთხეა, თუმცა საქართველოში უბრანული ტურიზმით და მიტოვებულ ადგილებში სიარულით ცოტა ხალხია დაკავებული.
ალექსი სტალკერია, რომელიც პროფესიონალურად არის დაკავებული ურბანული ტურიზმით. ალექსი ბავშვობიდან გატაცებული იყო მიტოვებული ადგილების თვალიერებით და მათი ისტორიის შესწავლით. ეს ყველაფერი ჰობად გადაიქცა, შემდეგ კი უკვე მის მთავარ საქმიანობად და ასე შექმნა მან Geo Stalk - მიტოვებული ადგილები.
"საქართველოში სხვადასხვა მიტოვებული ან ნაკლებად ტურისტული ობიექტების დათვალიერების დროს ხშირად ვაწყდებით ადამიანებს, ვინც ვერ ხვდება ჩვენი მანდ ყოფნის მიზანს და აზრს. მსგავსი გაკვირვება ხშირად სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებშიც ჩანს."
ალექსი: ბავშვობიდან ნაკლებად მაინტერესებდა სტანდარტული თამაშები, უფრო მეტად სხვადასხვა ადგილებში მეგობრებთან ერთად ძრომიალი მიტაცებდა. ერთად დავდიოდით, ვიკვლევდით, ვფიქრობდით რა შეიძლებოდა ესა თუ ის შენობა ყოფილიყო სანამ დაინგრეოდა. დროთა განმავლობაში, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ინტერესი ასეთი ადგილების მიმართ უფრო გამიძლიერდა და დავიწყე იმ ხალხის მოძიება ვინც სტალკერობითაა დაკავებული. თავიდან მათთან ერთად დავდიოდი და ფოტოებს ვუღებდი სხვადასხვა ასეთ საინტერესო ადგილს, შემდეგ კი გადავწყვიტე დამოუკიდებლად დამეწყო სიარული და აღმოჩენა. მქონდა ფოტოაპარატი, სხვადასხვა რესურსები რათა უცნობი მივიწყებული ადგილები მომეძებნა და მომენახულებინა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა იდეად, რომელსაც ახლა Geo Stalk ჰქვია. გვაქვს Facebook და YouTube პლატფორმები, საიდანაც ვაცნობთ ხალხს ჩვენი თავგადასავლების შესახებ.
-საქართველოში ამ მიმართულებით თითქმის არავინ არაა დაკავებული, შენი აზრით სტალკერობის პოპულარიზაცია შესაძლებელია?
საქართველოში ძირითადად ისეთი კატეგორიის ხალხია, ვისაც მხოლოდ ასე შორიდან მოსწონს ჩემი გადაღებული ფოტოები. როდესაც საქმე საქმეზე დგება, ძირითადად წამოსვლაზე უარს ამბობენ და ამის მიზეზი ხშირად შიშია. უკრაინასა თუ სხვა ევროპის ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია სტალკერობა, დიგერობა თუ რუფერობა. საქართველოში კი ეს ყველაფერი ნაკლებად აინტერესებსთ. ამ სახით ტურიზმის განვითარება ძალიან საინტერესო იქნება და გვაქვს კიდეც ამის პოტენციალი. ძირითადად დასათვალიერებლად უცხოელი ტურისტები ჩამოდიან და მათი მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა.
-როგორ არჩევ ხოლმე ადგილს სადაც მიდიხარ?
ძირითადად ინტერნეტში ვეძებ ხოლმე სხვადასხვა რუკებზე. ეს ძებნის პროცესი ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს, ერთ ობიექტზე იწყებ კითხვას, გადადიხარ მეორეზე და ასე სრულიად მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო საინტერესო ადგილები. შემდეგ ამ ადგილებს, თუ ვფიქრობ რომ საინტერესოა და მიტოვებულია რუკაზე ვინიშნავ. ასევე ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მეხმარება ასეთი ადგილების აღმოჩენაში. ზოგჯერ სადმე სოფელში ვყოფილვარ და იქ მცხოვრებ ხანში შესულ ხალხს უთქვამს, რომ აქ ბუნკერიაო, ან რაიმე გვირაბიო. და ამის შესახებ იმ სოფელში მცხოვრები ხალხის გარდა საერთოდ შეიძლება არავინ იცოდეს. ასევე მწერენ ხოლმე ისინი, ვინც ჩემს საქმიანობას თვალყურს ადევნებს, და მეუბნებიან რაიმე საინტერესო ადგილის შესახებ. თუ დრო მაქვს მივდივარ და ვინახულებ ხოლმე ასეთ ადგილებს. ასევე ძალიან ხშირია უცხოელი სტალკერების მიერ ძალიან კარგი ლოკაციების აღმოჩენა საქართველოს მასშტაბით, რასაც ისინი რათქმაუნდა ქართველ სტალკერებსაც გვიზიაერბენ.
-ლოკაციებს ასაჯაროვებთ თუ არა და რატომ?
ლოკაციებს არ ვასაჯაროვებთ. შესაძლოა ადამიანი ჩვენს მიერ გაზიარებულ ლოკაციაზე მოუმზადებელი მივიდეს და რაიმე მოუვიდეს, ან ჩავარდეს, ან რამე იღრძოს და ა.შ. შესაბამისად ლოკაციების არ გასაჯაროვებით ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიხსნით. როდესაც გვწერენ და გვთხოვენ ამა თუ იმ ლოკაციის კოორდინატების გაზიარებას, ჩვენ ვეუბნებით რომ თავად მოიძიონ, და თუ იპოვნიან მივიდნენ. ასევე ლოკაციას იმიტომ არ ვამბობთ ხოლმე რომ, შესაძლოა ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდეს. ხალხი მივიდეს და გრაფიტი დახატოს, ან დაამტვრიოს იქ რამე, ან ცეცხლი მოუკიდოს.
-ძირითადად ვინ დადის ტურებზე შენთან ერთად?
ყველაზე ხშირად მაინც უცხოელებთან ერთად დავდივარ. არის ხოლმე რომ ჯგუფები ჩამოდიან, ხან არის რომ მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს. ურბანული ტურიზმით ძირითადად ინტერესდებიან უცხოელი ჟურნალისტები, მსახიობები, რეჟისორები. განსაკუთრებით ევროპელებს მოსწონთ საბჭოთა მიტოვებული ლოკაციები.
-შენი აზრით ადამინებს ცვლის თუ არა მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა?
რათქმაუნდა. ადამიანი მოგზაურობისას ბევრ ახალს სწავლობს. ეცნობა და ეს მის შინაგან სამყაროს ძალიან ცვლის. მისი მსოფლმხედველობა იცვლება და უფრო ახლებურად ყალიბდება. რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია.
-რას ურჩევდი მოგზაურ ხალხს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე?
2020 ყველასთვის რთული წელი იყო. განსაკუთრებით კი მოგზაური და ექპლორერი ხალხისთვის, თუმცა ყველაფერი მოგვარებადია. მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე და როდესაც კი საშუალება გექნებათ იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ თქვენთვის ახალი გარემო და აგილები.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარიწარმატებები #AlexGeostalk❤️