დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
29 აგვისტო, 2018

ონკანის წყლის უსაფრთხოება საქართველოში

კატეგორია: ინფორმაცია

მსოფლიოს არც თუ ისე ბევრ ქვეყანას აქვს ფუფუნება სასმელად ვარგისიანი ონკანის წლის, თუმცა ამ მხრივ მდიდარ სახელმწიფოთა მოკლე ჩამონათვალში ნამდვილად არის საქართველო. ქვეყანა დიდი რაოდენობით მტკნარი წლის რესურსს ფლობს, ამიტომაც უზრუნველყოფილია ონკანის წყლის ვარგისიანობა დასალევად, საკვების მოსამზადებლად და ა.შ.

თბილისის წყლით ამარაგებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. მას აქვს რამდენიმე ლაბორატორია, ფლობს ISO-17025 სტანდარტებსა და აკრედიტაციას 2012 წლიდან. წყლის შემადგენლობა კონტროლდება ყოველ საათში და დარეგულირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად. წყლის ხარისხზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.gwp.ge/ka/waterquality

თუ თბილისს ხანგრძლივი პერიოდით ესტუმრეთ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს გაიგებთ შემდეგი ბმულიდან: https://www.gwp.ge/ka/home

ფუნქციონირებს კომპანიის 24 საათიანი ცხელი ხაზი : 2 93 11 11

თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგება ერთსა და იმავე საინვესტიციო ჯგუფს ეკუთვნის.

საქართველოს ქალაქების უმეტესობაში (55 ქალაქს) ამავე სერვისს უზრუნველყოფს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დაწესებულება სახელმწიფო მფლობელობაშია და იმართება ხელისუფლების მიერ რეგულირებული საკანონმდებლო ნორმებითა და სტანდარტებით. 2014 წლიდან წყლის მიწოდება კონტროლდება მთავრობის დადგენილი სტანდარტით, სადაც გაწერილია თითოეული კომპონენტი.

დეტალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: http://water.gov.ge/

საქართველოში ონკანის წყლის მიღება სრულიად უსაფრთხოა! არ მოგიწევთ დამატებითი თანხისა და ენერგიის დახარჯვა სასმელი წყლის მისაღებად!

საქართველოში მრავლადაა მინერალური (გაზიანი და გაზგარეშე) წყლის მწარმოებელი კომპანიები. (მაგ: ბორჯომი; ბაკურიანი; ბახმარო; ნაბეღლავი; ლიკანი და ა.შ). ონკანის წყლისგან ისინი გაზიანობითა და მინერალთა კონცენტრაციით განსხვავდებიან.

ბუნებრივი წარმოშობის მინერალებით გაჯერებული და უდავოდ სასარგებლო წყალი საქრთველოს ბევრ რეგიონში შეგიძლიათ დააგემოვნოთ. მჟავე წყლების გასასინჯად ესტუმრეთ ბორჯომსა და წაღვერს.

თეგები: #დაგეგმე მოგზაურობა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი