დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
17 ივლისი, 2025

როგორ ავიღოთ ამერიკის ვიზა

კატეგორია: კულინარია

ამერიკის ვიზაზე უარის 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი - როგორ ავირიდოთ თავიდან ისინი?

ამერიკის ვიზა- B1/B2 ტიპი საუკეთესო შანსია ადამიანებისთვის, რომ ქვეყანას ესტუმრონ ტურისტული მიზნით, სამედიცინო დახმარებისთვის, ბიზნეს საკითხებისთვის, თუ კონფერენციაზე დასასწრებად. სამწუხაროდ ბევრი აპლიკანტი უარყოფით პასუხს იღებს ისეთი შეცდომების გამო, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რის გამოც ამერიკის საელჩო ვიზას არ გასცემს და გასწავლით, როგორ მოემზადოთ სწორად, რომ ეს თქვენც არ შეგემთხვეთ.


მიზეზი 1: სუსტი კავშირი სამშობლოსთან

საელჩოსთვის მთავარი კრიტერიუმია იმის განსაზღვრა, დაბრუნდება აპლიკანტი საქართველოში თუ დარჩება ამერიკაში არალეგალურად.

თუ თქვენ ვერ დაარწმუნებთ კონსულს რომ საქართველოსთან მჭიდრო კავშირები გაქვთ, თქვენ აუცილებლად უარს მიიღებთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს შეცდომა?


წარმოადგინეთ საქართველოსთან კავშირის მტკიცებულებები

  • სტაბილური სამსახური
  • პირადი ბიზნესი
  • უძრავი ქონება
  • მცირეწლოვანი შვილი ან სხვა ოჯახური პასუხისმგებლობები
  • აკადემიური ვალდებულებები (სკოლა, უნივერსიტეტი, კოლეჯი)


თან იქონიეთ დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

  • დასაქმების ცნობა
  • უძრავი ქონების ამონაწერი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ოჯახის წევრების დაბადების მოწმობები და ა.შ.


მიზეზი 2: არაზუსტი ან არასრული DS-160 ფორმა

თუ აპლიკაცია არასწორად არის შევსებული, ზოგიერთი ველი გამოტოვებულია, არასრულია ან წარმოდგენილია მცდარი ინფორმაცია - ეს იწვევს უნდობლობას.

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს შეცდომა?

  • სიფრთხილით შეავსეთ DS-160 ფორმა — ყოველი დეტალი გადამწყვეტია.
  • აპლიკაციაში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს და იმ პასუხებს, რასაც გასცემთ გასაუბრებაზე.


მიზეზი 3: ამერიკაში ვიზიტის გაურკვეველი მიზანი

თუ თქვენ გარკვევით ვერ ახსნით კონკრეტულად რატომ მიდიხართ ამერიკაში, ან თქვენს პასუხში დაბნეულობა და ნერვიულობა შეიმჩნევა— ეს კონსულს აძლევს ეჭვის საფუძველს, რომ თქვენი გამგზავრების რეალური მიზანი სხვა რამ არის (მაგალითად, ამერიკაში დარჩენა)

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს შეცდომა?

  • იყავით კონკრეტული და დეტალურად გადმოეცით გამგზავრების მიზანი. მაგალითად „მივდივარ ბოსტონში სამედიცინო კვლევებისა და ოფთალმოლოგიური ოპერაციის ჩასატარებლად, ქვეყანაში გავჩერდები 10-დან 30 აგვისტომდე“. ან: „მიწვეული ვარ საერთაშორისო სამხატვრო გამოფენაზე 5-7 სექტემბერს, ნიუ-იორკში.“
  • თუ გაქვთ მოწვევა, სამედიცინო ცნობები, კლინიკიდან კალკულაციები, კონფერენციის ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი ან ბილეთები — აუცილებლად წარადგინეთ.


მიზეზი 4: არასაკმარისი ფინანსური რესურსები

კონსული უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ ნამდვილად გაძლევთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამერიკაში მოგზაურობის შესაძლებლობას.

როგორ მოვიქცე?

წარადგინეთ:

  • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი
  • ხელფასის ცნობა
  • სხვა გზით მიღებული შემოსავალი: გაქირავებული ფართი, თვითდასაქმებიდან შემოსავალი და ა.შ.
  • კომპანიის ან მეწარმის ბალანსი
  • დივიდენდები


მიზეზი 5: ნერვიული და არადამაჯერებელი ქცევა

გასაუბრება შეიძლება მხოლოდ 2-3 წუთს გაგრძელდეს. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ იყოთ თავდაჯერებული, მოკლე და კონკრეტული.

როგორ მოვიქცე?

  • წინასწარ მოემზადეთ სავარაუდო კითხვებზე პასუხის გასაცემად —
    • რატომ მიდიხართ აშშ-ში?
    • სად აპირებთ დარჩენას?
    • ვინ აფინანსებს ვიზიტს?
    • როდის ბრუნდებით?
  • იყავით ბუნებრივი და მაქსიმალურად ბუნებრივად უპასუხეთ შეკითხვებს.
  • შეეცადეთ არ ინერვიულოთ — მათ სჭირდებათ გულწრფელი, სტაბილური და მტკიცე პასუხები.


ვიზის მიღება დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე — თქვენი მიზნის სიცხადეზე, სამშობლოსთან კავშირზე, ფინანსურ სიმყარეზე და თავდაჯერებულობაზე.

თუ სწორად მოემზადებით, ამერიკის ვიზა არ არის არარეალური და არ არის მხოლოდ „იღბალზე დამოკიდებული“.

თუ გსურთ, რომ DS-160 ფორმა შეივსოს პროფესიონალურად, მოემზადოთ განსაუბრებაზე თავდაჯერებულად წარსადგომად, ან უბრალოდ გინდათ დარწმუნდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ

გაეცანით EVISA პორტალს — დამატებითი რჩევებისა და რეკომენდაციების მისაღებად.


თეგები: #ვიზა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი