დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
31 იანვარი, 2022

საუკეთესო ადგილები ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის

ბოლო წლებში საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ეკოტურიზმის ერთ-ერთი ეგზოტიკური ფორმა - ფრინველებზე დაკვირვება ე.წ. ბერდვოჩინგი (birdwatching). მას ბუნების მოყვარულები (და არა მარტო) იყენებენ ფრინველებზე „სათვალთვალოდ“, რისთვისაც აღიჭურვებიან დურბინდით ანდა ტელესკოპით და გადიან ველურ ბუნებაში, რათა ნაყოფიერად გაატარონ თავისუფალი დრო.

საქართველოში ფრინველებზე დაკვირვება დიდი ხანი არაა, რაც ცნობადი გახდა. საქართველოს, თავისი კლიმატის, რელიეფისა და ფლორა-ფაუნის წარმომადგენელთა მრავალფეროვნების გამო დიდი პოტენციალი აქვს, რომ ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი განავითაროს და პოპულარული გახადოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საქართველოში ამ მიმართულებით ორი კომპანია მუშაობს: Sabuko და Batumi Raptor Count.

მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო ადგილებს საქართველოში, სადაც შეგიძლიათ ბერდვოჩინგით დაკავდეთ და სასიამოვნო გამოცდილება მიიღოთ.


მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის მდებარეობს. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს, რაც განაპირობებს, რომ ეს ადგილი საქართველოში ყველაზე ტენიან ადგილად ითვლება. იგი მდიდარია ფლორითა და ფაუნით, რომელთა ბევრი წარმომადგენელი საქართველოს „წითელ წიგნშია“ შეტანილი. მტირალას ეროვნულ პარკში შევხვდებით როგორც გადამფრენ, ისე ენდემურ ფრინველებს. მტაცებელი ფრინველებიდან პარკში ბინადრობენ ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.


ბათუმის ზღვის სანაპირო

აჭარა, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი გადამფრენ ფრინველთა „აღმოსავლეთ შავი ზღვის საემიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, რადგან ზაფხულ-შემოდგომით აქედან მილიონობით გადამფრენი ფრინველი მიიწევს აფრიკის კონტინენტისკენ. ბათუმი ისეთ ადგილას მდებარეობს, რომელიც საშუალებას იძლევა იშვიათი სახეობის ფრინველიც კი შესამჩნევ ადგილას დაინახოთ. ქალაქის პარკებში, ბულვარში ან პორტთან სეირნობისას შეამჩნევთ ბეღურასნაირ ფრინველთა რიგის მრავალ წარმომადგენელს, მათ შორის ყველაზე ხშირად ჩვეულებრივ ბოლოცეცხლას. ჩიტების დაკვირვების შანსი ბათუმში ხელიდან არ უნდა გაუშვათ წვიმის გადაღების შემდგომ, როცა ამ ფრინველებმა ყველაზე აბსურდულ ადგილებსაც კი შეიძლება შეაფარონ თავი წვიმისაგან თავდასაცავად, რაც თქვენს სასიამოვნო გაკვირვებას გამოიწვევს.

ბერდვოჩინგით დაკავება შეგიძლიათ არა მარტო ქალაქში, არამედ ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც, საიდანაც იშლება ქალაქ ბათუმისა და შავი ზღვის ულამაზესი ხედები, რაც იძლევა იდეალურ და ფართო გარემოს ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობისთვის.


ჭოროხის დელტა

ჭოროხის დელტა ბათუმის სამხრეთით მდებარეობს და ბერდვოჩინგისთვის ამ რეგიონში შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს. იგი აერთიანებს რამდენიმე ბიოტიპს: ბუჩქებს, მშრალ და ტენიან ბალახოვან საფარს, ჭაობიან ადგილებს, კლდოვან ზედაპირებს და ზღვის სანაპიროს. ფრინველთა მიგრაციის სეზონისას ეს ტერიტორია გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. ასევე ჭოროხის დელტაზე წარმოდგენილია წყლის ფრინველებიც. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტერიტორიას IBA-ს (ანუ ფმა-ს = ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის) სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს არეალები საერთაშორისო მნიშვნელობისაა და გამოიყენება ფრინველთა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით.


ჯავახეთის დაცული ტერიტორიები - მადათაფას ტბა

ჩიტებზე დაკვირვებისთვის აჭარა დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ლოკაციად, თუმცა საქართველოს დანარჩენი კუთხეებიც არ ჩამორჩებიან აჭარას ბიომრავალფეროვნებითა და ფრინველთა მრავალნაირსახეობებით.

ჯავახეთის დაცულმა ტერიტორიებმა უკვე გაითქვა სახელი, როგორც ფრინველთა ფაუნით განთქმულმა ადგილმა. აქ წარმოდგენილია სულ მცირე 225 მუდმივი სახეობა, ხოლო დაახლოებით 50 სახეობა ამ ტერიტორიისთვის მობინადრე სახეობას წარმოადგენს. აქ ეგზოტიკის მოყვარულთათვის ხშირად ეწყობა სპეციალური ტურები, მაგალითად, მადათაფას ტბაზე, სადაც მოწყობილია შესაბამისი კოშკურა, საიდანაც აკვირდებიან წყლის ზედაპირზე მოფარფატე ფრინველებს. ჯავახეთში შეხვდებით ფრინველთა ისეთ სახეობებს, როგორებიცაა ფასკუნჯი, ვარხვი, რუხი წერო და ყარყატი.


ფასკუნჯი

ფასკუნჯი. ფოტო: ნიკა მელიქიშვილი


კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიმდებარედ მდებარეობს. იგი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი არეალია დედამიწისთვის, სწორედ ამიტომაა შეტანილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. აქ შემონახულია ჭაობისა და დაბალი ტყეების ლანდშაფტი. ჩიტებზე დაკვირვების მხრივ კოლხეთის ეროვნული პარკი არანაკლებ პოპულარულია ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებთან შედარებით. აქ ხშირად ეწყობა ბანაკები და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები, რომელთა მიზანია ფრინველებზე დაკვირვების შესახებ ცნობადობის ამაღლება მოსახლეობაში.

კოლხეთის ეროვნულ პარკში ბინადრობს 194 სახეობის ფრინველი. ამასთან ეს ტერიტორია ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს მარშრუტს წარმოადგენს. შემოდგომით ფრინველები აქ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, გაზაფხულზე კი თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილისკენ მიემგზავრებიან. ზოგიერთი ფრინველი ამ ადგილს გამოსაზამთრებლადაც იყენებს. კოლხეთის ეროვნულ პარკში შეხვდებით ბატებს, გედებს, ჩვამებს, ტყის ქათმებს, ხუჭუჭა ვარხვსა და ტყის მყივან არწივს.


ყაზბეგი

ყაზბეგის რაიონი ერთ-ერთი მდიდარია ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით საქართველოში. აქ გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების უმეტესობა იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს წარმოადგენენ. აქაური ღრმა ხეობები, მთის სერები და სუბალპური მდელოები იდეალური გარემოა დიდი ზომის მტაცებელი ფრინველებისთვის. ყაზბეგში ვხვდებით: მთის არწივს, ორბს, ბატკანძერს. ასევე აქ გავრცელებულია მრავალი ენდემური სახეობა, მათ შორის კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.

ყაზბეგთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს ცნობილი ქართველი მწერალი არჩილ ქიქოძე თავის სტატიაში, სადაც ამბობს, რომ პირველი „ბერდვოჩერები“ საქართველოში სწორედ ყაზბეგში გამოჩნდნენ გასული საუკუნის 80-იან წლებში დარიალის ხეობაში. იგი აღწერს საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოწყობილი ბაზრის თავზე არსებული ბატკანძერის ბუდის შესახებ. იგი წერს, რომ „ეს დურბინდით შეიარაღებული ადამიანები არაფერს ყიდდნენ და არაფერს ეძებდნენ საყიდლად. გადმოდიოდნენ მანქანებიდან და მონუსხულივით აჩერდებოდნენ დარიალის ფრიალო კლდეს და ფრინველს უთვალთვალებდნენ“.


ბექობის არწივი

ბექობის არწივი. ფოტო: ნიკა მელიქიშვილი


სტატიაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის საბუკოს და ნიკა მელიქიშვილს.

თეგები: #ჩიტები #birdwatching #დაკვირვება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
Airport Taxi Direct Line London
Airport Taxi Direct Line London

The Chingford taxi services are known for their punctuality and efficiency. Whether it's a scheduled pick-up or a last-minute ride, the local taxi companies in Chingford have always been able to accommodate the needs of their customers. With a variety of taxi options available, including standard cabs and minicabs, Chingford residents and visitors have access to convenient transportation at their fingertips.
https://airporttaxidirectline.com/

დაწერეთ კომენტარი