
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ატენის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შიდა ქართლისმხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის ძველ უბანში მდებარეობს. დარბაზული, ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი ტაძარი XI საუკუნით, 1060-1072 წლებით, თარიღდება. დასავლეთ ფასადის ფრონტონში ჩასმულია ქვა შვიდსტრიქონიანი, ასომთავრული წარწერით, რომლის მიხედვითაც ეკლესია ბაგრატ IV-ის მიერ უნდა იყოს აგებული. ნაგებობას სამხრეთიდან აქვს თაღოვანი შესასვლელი. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, მეორე სარკმელი კი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია გაჭრილი. ინტერიერის მხრიდან აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია, გარე ფასადის მხრიდან კი მას ტუფის ქვის ნახევარწრიული თავსართი და სწორკუთხა არშია აქვს. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სატრიუმფო თაღი თაროსებრ კაპიტელებს ეყრდნობა. ეკლესია შელესილი ყოფილა. ნაგებობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია თავდაპირველი თაროსებრი ლავგარდნის გადანაკეცი, სამხრეთ ფასადზე კი - ორი ლილვითა და წრეთარგით შედგენილი, გვიანდელი ლავგარდანის ფრაგმენტები. ტაძარი საკმაოდ დაზიანებული ყოფილა და უახლოეს წარსულში აღუდგენიათ.
სოფელი ატენი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანის მარცხენა მხარეს მდებარეობს, გორიდან 10 კმ-ის დაშორებით. სოფელში მიდის სამანქანო გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა