დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

აზორდის/ენგუზექის (თეთრი) ციხე

აზორდის (თეთრი) ციხე აზორდის (თეთრი) ციხე აზორდის (თეთრი) ციხე აზორდის (თეთრი) ციხე აზორდის (თეთრი) ციხე აზორდის (თეთრი) ციხე აზორდის (თეთრი) ციხე აზორდის (თეთრი) ციხე

აზორდის/ენგუზექის (თეთრი) ციხის შესახებ

აზორდის ციხე (თურქ. Ungüzek Kalesi) ციხესიმაგრე მდებარეობს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოში, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკაში, ერზერუმის ვილაიეთის უზუნდერეს ილჩეში. ციხე მდებარეობს ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ციხე-სიმაგრეს მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნდა, ის გზების მაკონტროლებელი იყო. ციხე სწორედ მაგისტრალებზე შენდებოდა და სატრანზიტო ფუნქციასაც ასრულებდა, რაც როგორც თავდაცვითი, ასევე, ეკონომიკური ფაქტორებითაც იყო ნაკარნახევი.

აზორდის მოგვიანო სახელწოდება უნდა იყოს აღჯაყალა. აღჯაყალა თურქიზებული ფორმაა და ქართულად თეთრ ციხეს ნიშნავს. გარემო სრულად კლდოვანია, ამიტომაც ხშირად მას გზამკვლევებზე და ტურისტულ რუკებზე მოიხსენიებენ როგორც Dikyar kapiö რაც ქართულად პირდაპირ გადმოითარგმნება - ბევრი სწორი კლდის კარები. ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წლის მოგზაურობის წიგნის დანართში ჩვენთვის საინტერესო ციხესიმაგრე 150-ე სურათზე სწორედ აღჯაყალას სახელწოდებითაა მოცემული. ციხის მეორე სახელწოდება — უზუნდერე მომდინარეობს მისი მდებარეობიდან, რადგან ის განთავსებულია უზუნდერეს რაიონში, რაც ქართულად გრძელ ხეობას ნიშნავს.

ციხე თორთომის ისტორიულ პროვინციაში მდებარეობს. აღჯაყალას ციხე ძირითადად ოსმალურ წყაროებში მოიხსენიება სამხრეთ საქართველოს დაპყრობასთან მიმართებაში. XVI საუკუნის I მეოთხედის ოსმალურ წყაროში, კერძოდ 1532 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ:

„ამ ტერიტორიას ხახოს (ასე უწოდებენ თურქულ წერილობით ძეგლებში ხახულს) ხეობას უწოდებენ. ძალიან კარგი რაიონია. გარდა ამისა, რამდენიმე პატარა ციხეც არის, ერთს აღჯაყალას უწოდებენ. თორთომის ციხე თა დაპირველად ყვარყვარესი იყო, მაგრამ დროებით ქუცინის ხელში გადავიდა. ქურცინის ძველი მთავარი ციხე კი აღჯაყალა იყო. ხსენევული ციხეები ამჯერად დროებით ხელთ აქვს ერთ უსჯულო აზნაურს, სახელად როსტომს.“


თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე აზორდის/ენგუზექის (თეთრი) ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!