
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბანგურიანი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მესტიაჭალისა და ტვიბერის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3838 მეტრია. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, რელიეფის გლაციალური ფორმებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.
ბანგურიანის მთა და მყინვარი მესტიიდან დაშორებულია დაახლოებით 20 კილომეტრით. პირველი 10 კმ დაფარვა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით. მომდევნო 10 კმ-ზე მიუყვება საფეხმავლო ბილიკი, ქედის გავლით ბანგურიანის მყინვარამდე. მყინვარიდან მწვერვალზე ასავლელად კი საჭიროა ალპინისტური აღჭურვილობა. ბილიკი მყინვარამდე არის საშუალო სირთულის. იწყება ტყიან ზონაში, გადის ალპურ მდელოებზე, ხოლო ბოლო მონაკვეთზე ქვიან ზედაპირზე მყინვარამდე, რაშიც მდგომარეობს ბილიკის სირთულე.
ბანგურიას მთიდან იშლება შესანიშნავი ხედები მესტიაზე, სვანეთის კავკასიაონზე და მწვერვალებზე.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა