![variant (1)](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/variant-2-2.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბატეთის ტბა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. საქართველოში მრავალი ტბაა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბა. თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე და გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში, ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს მოლოდინს. ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, თანაც მისასვლელადაც საკმაოდ მარტივს. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ბატეთის ტბისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ტბას უამრავი ადამიანი სტუმრობს გაზაფხულის სიმწვანეში, ცხელ ზაფხულსა თუ აფერადებული შემოდგომის დადგომისას. მარშრუტი ერთ დღიანია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაწყოთ ორ დღიანი გასვლა. ტბასთან არის საბანაკე ადგილი, წყალი შეგიძლიათ აიღოთ მდინარიდან ან გზად მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე წყაროზე.
ბატეთის ტბა მეწყრული წარმოშობისაა. იგი გარშემორტყმულია შერეული ტყით დაფარული გორებით, ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. წყალში წითელ წიგნში შემავალი, უიშვიათესი ჯიშის, მცირეაზიური ტრიტონი ბინადრობს. ტბიდან გამოედინება ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაწილი დაჭაობებულია, სადაც კარგად ხარობს მცენარეები და ულამაზეს პეიზაჟს გვთავაზობს. ბატეთის ტბის მოსანახულებლად სასურველი სეზონებია გვიანი გაზაფხული, ზაფხული ან ადრეული შემოდგომა. ზამთარში კი ტბა გაყინულია. შემოდგომა აქ განსაკუთრებით ლამაზია, მზიან ამინდებში, როცა ტბის გარშემო ტყე წითელ-ყვითელი ფერებით იფარება. ტბაში ბანაობა არ შეიძლება, ნაპირები მოუხერხებელია, ტბა დაჭაობებულია და ყავს ტრიტონის მსგავსი ბინადრები. რაც შეეხება თევზაობას, არც ამ მიზნით ღირს ტბის მონახულება, რადგან ამ ტბაში თევზები არ არიან. ძამის ხეობაში, ყველაზე მწვანე ხეობაში, გარდა ბატეთის ტბისა ათეულობით ისტორიული ძეგლის (ეკლესია-მონასტრები, ციხე-კოშკები) მონახულება შეგიძლიათ ტბისკენ მიმავალ გზაზე.
ძამის ხეობა ქარელიდან 23 კმ-ით არის დაშორებული. სამანქანო გზის დასრულების შემდეგ, ტბისკენ ფეხით მოგიწევთ სიარული, დაახლოებით 3კმ. ქარელიდან ძამის ხეობისკენ მიდის გრუნტიანი გზა, გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით, თუმცა გზის ბოლო მონაკვეთი დაზიანებულია და სასურველია მაღალი გამავლობის ავტომობილით გადაადგილება. რაც შეეხება ბოლო საფეხმავლო 3 კმ-ს, ბილიკი მიუყვება სატყეო გზას, რომელზეც შესაძლებელია 4x4 ზე მანქანით და კარგი მძღოლით გადაადგილება, თუმცა ნაწვიმარ ამინდში არის ტალახი და ამ უკანასკნელითაც ჭირს მოძრაობა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, მაინტერესებს ტბასთან ახლოს თუნდაც 10-15 კილომეტრის მოშორებით თუ არის ღამის გასათევი კოტეჯები ან სასტუმროები?
gamarjoba,mainteresebs sadme tbis shemgarenshi an mag xeobashi aris dasajdomi sapiknike adgili ?raime besetkasavit 30 kacamde
გამარჯობა. სამანქანო გზა თუ მიდის უშუალოდ ტბამდე და რა ტიპის?
გამარჯობა, როგორც აღწერაში წერია, ბოლო 3 კილომეტრი არის ცუდ მდგომარეობაში და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა გავლა შესაძლებელი. ახალ ნაწვიმზე ნებისმიერ მანქანას გაუჭირდება ასვლა, ძალიან ართულებს წვიმა სიტუაციას
მადლობა, გაიხარე
მაინტერესებს ცეცხლის დანთება თუ შეიძლება
დიახ, შეიძლება. თუმცა ხშირი ტყეა ბატეთის ტბასთან და საჭიროა სიფრთხილე. არ დატოვოთ ცეცხლი უყურადღებოდ და აუცილებლად ჩააქრეთ წასვლის წინ.
ქარელიდან ძამის ხეობამდე სამარშრუტო ტაქსი თუ დადის?
ბატეთის ტბის მისადგომებთან არცერთი სამარშრუტო ხაზი არ გადის (ჩვენთვის არ არის ცნობილი).