
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბათუმის მეჩეთი - ორთა ჯამე აჭარაში, ქალაქ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. იგი ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, ის ჯერ კიდევ ოსმალური ხელისუფლების დროს არის აგებული, 1866 წელს. ორთა ჯამე გვიანოსმალური პროვინციული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიმუშია. მისი ინტერიერი აღმოსავლური ორნამენტებით ლაზმა ოსტატებმა მოხატეს. ნაგებობის ოქროსფერი გუმბათი და მაღალი, თეთრი მინარეთი შორიდანვე იქცევს ყურადღებას და ბათუმის მულტიკულტურული ურბანული გარემოს შექმნაში არსებით როლს ასრულებს. ბათუმის მეჩეთი მართკუთხა გეგმის მქონე მოზრდილი შენობაა, რომელსაც კუთხეში მაღალი მინარეთი აქვს და ცენტრში კი დიდი მოოქროვილი გუმბათი. ნაგებობის ექსტერიერი შელესილი და თეთრად შეღებილია. ფასადები მართკუთხა ფანჯრებითაა დანაწევრებული, რომლებსაც პროფილირებული საპირეები შემოწერს და ბრტყელი "ფრონტონები" აგვირგვინებს. გრძივ ფასადებზე მართკუთხა ფანჯრებს წრიული ენაცვლება, რომელთა ზემოთაც დაწოლილი ნახევარმთვარეებია გამოსახული. ყველაზე მდიდრულად მორთული აღმოსავლეთის შესასვლელია. იგი პილასტრებითაა ფლანკირებული, რომლებსაც მაღალი, მუზარადისებური თაღი ეყრდნობა. თაღის ტიმპანში მრგვალი ფანჯარაა გაჭრილი. ფასადებზე ფანჯრები ორ იარუსადაა განლაგებული, თუმცა შიგა სივრცე ერთიანია. ხის კოჭოვანი სახურავი ოთხ თავისუფლად მდგარ მრგვალ სვეტს ეყრდნობა. შუა მონაკვეთის თავზე ხისავე ძელებით აწყობილი გუმბათია აღმართული. ჭერი, გუმბათი და მინბარისა და კათედრის მოაჯირები ფერადოვანი დეკორატიული მხატვრობით არის შემკული.
ორთა ჯამე 1866-1935 უწყვეტად მოქმედებდა. 1935 წლიდან დაიკეტა და ძირითადად სამხედრო საწყობად გამოიყენებოდა. 1946 წელს მეჩეთი არადგინეს და დღემდე ფუნქციონირებს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა