დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე ბებრის ციხე

ბებრის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბებრის ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. იგი ასევე ცნობილია ბელტის ციხის სახელით. ბებრის ციხის ადგილას ანტიკურ პერიოდში უკვე ყოფილა რაღაც ნაგებობა, რომლის ფუნქციაც დღეისათვის დაუდგენელია, ამას ციხის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ადასტურებს. გამოვლენილია აგრეთვე IV-VI საუკუნეების ქვითა და ტალახით ნაგები კედლების ნაშთები, რომელზეც დაშენებულია განვითარებული შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე. წერილობით წყაროებში ბებრის ციხეს პირველად ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე იხსენიებს: “დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. 2006-2008 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილმა მასალამ ცხადყო, რომ XVIII საუკუნის ჩათვლით იგი მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო. ბებრის ციხე სტრატეგიულ ადგილას დგას, მას ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის ფუნქცია ჰქონდა. 2010 წელს წვიმებმა მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რის შედეგადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი ჩამოშალა და დაბზარა ციხის დანარჩენი კედლებიც. ამჟამად ძეგლი რესტავრირებულია.


არქიტექტურა

ბებრის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება - ციტადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელი გეგმაში სამკუთხა მოყვანილობისაა. მის ყოველ კუთხეში თითო კოშკი დგას. ყველაზე დიდი კოშკი კუთხეებმომრგვალებული ოთხკუთხედის ფორმისაა და ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია აღმართული. დიდი კოშკისგან სამი სართულია შემორჩენილი. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კოშკებსაც დიდი კოშკის მსგავსი ფორმა აქვთ, თუმცა უფრო მცირე ზომისებია. ჩრდილოეთის კოშკი სამსართულიანია, აღმოსავლეთის კოშკი კი მხოლოდ საძირკვლის დონეზეა შემორჩენილი. აღმოსავლეთის კოშკის ნაშთის შიგნით გვიან შუა საუკუნეებში მრგვალი კოშკი ჩაუშენებიათ. სამხრეთ–დასავლეთ და ჩრდილოეთ კოშკებში ისრის სატყორცნად განკუთვნილი ხვრელებია შემორჩენილი. ხვრელები შიგნიდან განიერია, გარე მხრიდან კი - ვიწრო. სართულშორისი გადახურვები ხის იყო. ბებრის ციხის ქვედა ეზოშს აღმოსავლეთ ნაწილში ოთხკუთხა კოშკი დგას (ნაწილობრივაა გადარჩენილი), რომელიც, როგორც ჩანს, გალავნით უკავშირდებოდა ციტადელს. გალავანი წრიული ყოფილა, მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბებრის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!