
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბერისაყდრების ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყვიბისის აღმოსავლეთით 4 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემით ტაძარი წმ. გიორგის სახელობისა ყოფილა. ნაგებობა დანგრეულია, მხოლოდ მთავარი ნავის ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი, კამარის ძალზედ მცირე ნაწილი და აბსიდია შემორჩენილი. ნახევარწრიულ აფსიდს ცენტრში მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი აქვს დატანებული, ჩრდილოეთ კუთხეში კი - ატარა სწორკუთხა ნიშა. ჩრდილოეთის კედელზე ორი სამსაფეხურიანი პილასტრია შემორჩენილი კაპიტელებით და მესამე პილასტრის ნაწილი, რომლებზეც ორმაგი თაღებია გადაყვანილი. პილასტრების თავზე შემორჩენილია კრონშტეინები, რომლებსაც კამარის თაღები ეყრდნობოდა. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ტაძრის ძირითადი ნაწილი უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ზომის ქვებითაა ნაგები, პილასტრები, თაღები და კაპიტელები კი - შირიმის გათლილი ქვით. ეკლესიაში ორი ქვის ფილა დევს. ერთ-ერთზე ბოლნური ჯვრებია გამოსახული. შემორჩენილია გალავნის ნაშთიც, რომელიც ტაძარს ჰქონია სემოვლებული. 2009-10 წლებში ბერისაყდრების ეკლესიის მახლობლად აშენდა ათანასე ათონელის ტაძარი, რომელიც მცირე ზომის ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძრი მოხატულია. ამჟამდ აქ მოქმედი მამათა მონასტერია. დევი ბერძენიშვილს ბერისაყდრების მონასტერი რველის საციხისთავოს საკულტო ცენტრად მიაჩნია.
ყვიბისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვიბისისწყლის ნაპირებზე მდებარეობს, ბორჯომიდან 6 კმ-ში. სოფელში მიდის მოასფალტებული გზა, სოფლიდან ტაძრამდე კი რთულად მსასვლელი გზაა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაფეხით სავალი მანძილი რამდენია?