დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
5 (1)
Biblus Gallery, cafe, shop ბიბლუს გალერეა Biblus Gallery, cafe, shop

ბიბლუს გალერეის შესახებ

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ადგილის პოვნა სადაც წაიხემსებ და წიგნს წაიკითხავ ან საღამოს მეგობართან საუბარში გაატარებ ქართული ღვინის თანხლებით. ბიზნეს შეხვედრების ლოკაციის შერჩევაც პრობლემურია, მით უფრო თუ ქალაქს კარგად არ იცნობ.

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მივხვდი, რომ მყუდროების მოთხოვნათა უმეტესობას ბიბლუსის გალერეა აკმაყოფილებს. ეს წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსის განსხვავებული სტილის ობიექტებია, სადაც იყიდება უამრავი რამ. (ქართული ღვინო, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, სუვენირები,საახალწლო დეკორაციები) სამკითხველო დარბაზისა და კაფის ინტეგრაცია გაძლევს საშუალებას დაისვენო და ადგილზევე წაიკითხო წიგნი მისი ყიდვის გარეშე, მშვიდ გარემოში წაიხემსო, შეხვდე მეგობარს ან მოელაპარაკო პარტნიორს მნიშვნელოვან საკითხებზე.

ბიბლუსის გალერეაში წიგნის წაკითხვას ადგილზე შეძლებთ, სანაცვლოდ კონსულტანს უნდა დაუტოვოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წიგნის დაბრუნებასთან ერთად დაიბრუნებთ სატოვებულ საბუთს. არჩევანი საკმაოდ ფართოა როგორც ჟანრის ასევე ენის თვალსაზრისით. არის წიგნები რუსულ და ინგლისურ ენაზე, ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს შეარჩიოს მისთვის საინტერესო ნაწარმოები.

გალერეაში არსებულ კაფეებში მიირთმევთ გემრიელ ყავას ან ჩაის დესერტთან ან მსუბუქად წაიხემსებთ. სამეგობროს გასართობად ან ქართული კერძების შესასწავლად ეს ობიექტები არ გამოგადგებათ. მუშაობისთვის მშვიდი ლოკაციის მაძიებლებს უფრო შეესაბამება ეს ადგილი, მათაც ვინც განტვირთვას აპირებს ღვინისა და წიგნის თანხლებით.

ბიბლუს გარელეა თბილისში სამ ობიექტს გვთავაზობს:

ვაჟა-ფშაველას 47
ი. ჭავჭავაძის 10
ს. კანდელაკის 7

სტანდარტულად გალერეა 2 სართულს მოიცავს. პირველი ეთმობა ღვინის მაღაზიას, მეორეზე კი თავად ბიბლუსი და მისი პარტნიორი კაფეა განლაგებული. მხოლოდ ჭავჭავაძის ფილიალში შეხვდებით ბიბლუსი ქიდს-ს(0 სართულზე), რაც საბავშვო გასართობ-განმავითარებელ ზონას წარმოადგენს. დედა მშვიდად დალევს ყავას სანამ მისი მოუსვენარი პატარა გაერთობა.

ბიბლუს გალერიის ყველა ლოკაციაზე მარტივად მოხვდებით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ასევე ტაქსით. დეტალების მოძიებას შეძლებთ Google Map-ის ან/და თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიათა ვებ-გვერდების მეშვეობით.

საქართველოში ტაქსის მომსახურებაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: https://georgiantravelguide.com/ka/articles/taqsis-momsaxureba-saqartveloshi/

თეგები: #კაფე #კვება #კვების ობიექტი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
Georgian Travel Guide

This is a great place for meetings, reading a book or when you are looking for calmness

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბიბლუს გალერეა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!