
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბოდორნის სვეტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდორნასთან მდებარეობს, არაგვის ხეობის მარჯვენა მხარეს. იგი ნეოგენურ კონგლომერატში - ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნარში, გამომუშავებულ სვეტს წარმოადგენს. სვეტის სიმაღლე 15 მეტრია, დიამეტრი კი - 4 მეტრი, ზევითკენ უფრო ვიწროვდება. მისი ზედაპირი ბუჩქნარითაა დაფარული. სვეტის ქვედა ნაწილში, აღმოსავლეთ მხარეს, ადრე ქრისტიანული პერიოდის პატარა, ორგანყოფილებიანი გამოქვაბულია გამოკვეთილი. ბოდორნის სვეტის მიმდებარე ფერდობებზე მრავლად გვხვდება ადამიანის მიერ ნაკვეთი გამოქვაბულები. ბუნების ძეგლიდან დაახლოებით 150-200 მეტრის დაშორებით დგას გვიანი შუა საუკუნეების ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ბოდორნის სვეტი და მისი მიმდებარე ძეგლები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია, როგორც ბუნების მოყვარულთათვის, ასევე კულტურით დაინტერესებულთათვის. ბუნებისა და ადამიანის ქმნილებების ასეთი ჰარმონიული შერწყმა განსაკუთრებულ ხიბლსა და მრავალფეროვნებას სძენს ამ ადგილს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა