დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბზიანა ბზიანა ბზიანა ბზიანა ბზიანა ბზიანა ბზიანა ბზიანა ბზიანა ბზიანა ბზიანა

ბზიანას კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბზიანა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარეობს. კომპლექსი სამ ეკლესიასა და გალავანს მოიცავს, ნაგებობათაგან ყველაზე ძველი დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესიაა. აღნიშნული ეკლესიის აღმოსავლეთით XII საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარი დგას, რომელზეც კიდევ ერთი, უფრო გვიან აგებული, ეკლესიაა მიშენებული. გალავნისაგან მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მთავარი კარიბჭეა გაჭრილი. VIII საუკუნის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი ორია - ჩრდილოეთითა და სამხრეთით. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. ეკლესიას ორი სარკმელი ანათებს, ერთი აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი, მეორე კი - სამხრეთის კედელში. ტაძარს ჩრდილოეთით, მთელს სიგრძეზე, წაგრძელებული დაბალი სათავსი აქვს მიშენებული, რომელიც განივი კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილო-აღმოსავლეთის სწორკუთხა ოთახი (სამკვეთლო) ეკლესიას კარით უკავშირდება, ჩრდილო-დასავლეთის სათავსი კი - სვეტზე დაყრდნობილი ორი ნალისებრი თაღით. სამკვეთლოს აღოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ხოლო სამხრეთ კედელში სწორკუთხოვანი ნიში. ეკლესიის ფასადები ქვიშაქვითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმლები ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი რელიეფური თაღოვანი თავსართებითაა შემკული. ფასადებს თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებდა, მისგან მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. ტაძარი ნაგებია თლილი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებული ყოფილა შირიმი. XII საუკუნის ეკლესიაცა და მასზე მიშენებული ტაძარიც დარბაზულია. იკითხება ჩრდილოეთის მინაშენის კვალიც. ორივე მათგანი დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ნავები კი ნაწილობრივ მიწითაა ამოვსებული. წმინდა გიორგის ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ბემასა და აფსიდს საფეხური გასდევს. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღები იყო გადაყვანილი. ეკლესიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღოვანი სარკმლები ანათებს. ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, ფრესკები ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. კონქში გამოსახულია ვედრების სცენა, შემდეგ რეგისტრში მოციქულები არიან გამოსახული. აფსიდის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილში წმინდანის ფიგურაა, რომელიც ბემაში გამოსახულ სამ ფიგურასზე უთითებს. ქვედა მცირე რეგისტრში მღვდელმოძღვართა გამოსახულებებია. აფსიდის სარკმლის შიდა მხარეს მღვდელმთავრთა ორი ფიგურაა. წმ. გიორგის ტაძარი და მასზე მიშენებული ეკლესია ნაგებია აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბზიანას კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!