დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ჩაილურის (ნიახურას) ციხე

ჩაილურის (ნიახურას) ციხე, castle ჩაილურის (ნიახურას) ციხე, castle ჩაილურის (ნიახურას) ციხე, castle ჩაილურის (ნიახურას) ციხე, castle ჩაილურის (ნიახურას) ციხე, castle ჩაილურის (ნიახურას) ციხე ჩაილურის (ნიახურას) ციხე ჩაილურის (ნიახურას) ციხე ჩაილურის (ნიახურას) ციხე ჩაილურის (ნიახურას) ციხე

ჩაილურის (ნიახურას) ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ჩაილურის (ნიახურას) ციხეკახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, კახეთის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ნიახურას ციხესაც უწოდებენ.

ჩაილურის ციხე აშენდა შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში, და იგი წარმოადგენდა სამხედრო თავდაცვით ციხე-სიმაგრეს. ციხე კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას.

ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში, 1801 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.

20 საუკუნისათვის ციხე საკმაოდ დაზიანებული ყოფილა. ციხის აღდგენა მოხდა 80 - იან წლებში, პარმენ ზაქარაიასა და კულტურის სამინისტროს თაოსნობით.

ციხეს ხუთწახნაგა გეგმა აქვს, რომლის კუთხეებშიც სალოდეებიანი და სათოფურებიანი კოშკებია განლაგებული. გალავანს და კოშკებს ქონგურები ასრულებს. ციხის ეზოში კვადრატული ნაგებობის კვალია შემორჩენილი. გალავანს მთელ პერიმეტრზე სათოფურები დაუყვება. ნაშენია ქვით დუღაბის გამოყენებით. ფიქსირდება 3-4 სართლი. სართულებშუა გადახურვა ბრტყელი-ხის.

სახელწოდება ჩაილური შედგება ორი თურქულ-სპარსული სიტყვისაგან (ჩაი- წყალი, ლური-ხევი) და ნიშნავს ხევის წყალს არსებობს. მთელს საქართველოში გავრცელებული ერთი მეტად ხატოვანი გამოთქმა: "ჩაილურის წყალი დალიაო", რაც ნიშნავს რომ "წასულია მისი საქმე" ანუ "დაკარგულია." ეს გამოთქმა ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართი ისტორიის ანარეკლს წარმოადგენს.

ძნელბედობის ხანაში, როდესაც დაღესტნელი ფეოდალები თავს ესხმოდნენ ქართლ-კახეთს, მდევარი, განსაკუთრებით ქართლიდან, ტყვეთა და მოპარული საქონლის დასახსნელად ჩაილურის ხევამდე მისდევდა მტერს. თუ წაართმევდნენ ტყვეებს მშობლიურ კერას უბრუნებდნენ, თუ ვერ მიეწეოდნენ და ჩაილურის ხევს გადაასწრებდნენ მარბიელნი, შინ დაბრუნებული მდევარი უიმედოდ იტყოდა "ვერაფერი გავაწყეთ ჩაილურის წყალი დალიეს უკვეო". რაც იმას ნიშნავდა, რომ სამუდამოდ ეთხოვებოდნენ ნათესავები მშობლიური კერიდან მოწყვეტილ ახლობლებს.

ნიახურას ომი: ერეკლე მეორის გარდაცვალებით გათამამებული ომარ ხანი 1800 წლის აგვისტოში დიდი ლაშქრით დაიძრა კახეთისაკენ ნოემბრის დასაწყისში მტერი უკვე ივრის ხეობაში იყო. ომარ ხანთან ერთად იყო ქართლის ტახტის მაძიებელი და რუსეთის საქართველოში გაბატონების მოწინააღმდეგე ალექსანდრე ერეკლეს ძე. (ირანის შაჰთანაც ეძებდა მოკავშირეს) გიორგი XII ზავს სთხოვდა ომარ ხანს და ძმას ალექსანდრე ბატონიშვილს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ გიორგი XII-ემ ქუდზე კაცს უხმო. ქართველები სახელდახელოდ შეიკრიბნენ. მათთან ერთად იყვნენ რუსი ჯარისკაცები. ბრძოლა 7 ნოემბერს ნიახურასთან მოხდა. ის 3 საათს გრძელდებოდა. ბრძოლის ველი გადაჭიმული ყოფილა ნიახურადან საგარეჯოს ბოლომდე. ეს ბრძოლა გიორგი XII-ის გამარჯვებით დამთავრებულა.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჩაილურის (ნიახურას) ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!