
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჩეხედანას ეკლესია აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაფონაში მდებარეობს. იგი 1609 წელს მამია II გურიელმა ააგო თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის შესაწყნარებლად, რომელიც ამ მიდამოებში ნადირობისას დაღუპულა. ასევე მან ტაძარს ჯვარ-ხატები, წიგნები, ოქროს ომფორი, ბისონი და ერთი ხელი იარაღი შესწირა. ეკლესია იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ აკურთხა და ის ბაილეთის და მამათის ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. ჩეხედანას ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქად დაადგინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გურიაში ჩასულ იერუსალიმის პატრიარქს წირვა აქ უნდა აღესრულებინა. ჩეხედანას ტაძრის სამსახური აზნაურ ბოლქვაძეებს ევალებოდათ. ამჟამინდელი ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში დანგრეული ძველი ეკლესიის საძირკველზე ხელახლა ააშენეს. ეკლესიასთან ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.
ჩეხედანას ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. ნაგებობა მოპირკეთებულია თლილი ქვით. ტაძარს აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით თითო სარკმელი აქვს, ჩრდილოეთით კი ორი, ყველა სარკმელი თაღოვანია. დასავლეთ ფასადზე ორი რელიეფური ფილაა ჩასმული, დანარჩენ ფასადებზე კი - თითო. ფასადებს სადა, ორმაგი თაროსებრი ლავგარდანი შემოუყვება. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და მოხატულია. ტაძარს მხოლოდ ერთი ვიწრო, თაღოვანი შესასვლელი აქვს - დასავლეთის მხრიდან. შესასვლელს სადა, სიბრტყის ამოწევით მიღებული თაღოვანი სათაური აქვს. ნაგებობას ორფერდა სახურავი აქვს. სახურავის დასავლეთ კეხზე ქვის ჯვარი დგას.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა