დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა ჭიორა-ნოწარა

ჭიორა-ნოწარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ულამაზესი სოფელი ჭიორა მდებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში. სწორედ ამ სოფლიდან შეგიძლიათ გაუყვეთ გზას ჩრდილო-აღმოსავლეთით ნოწარას ხეობისკენ. ლაშქრობისას დიდ სიამოვნებას მიიღებთ ულამაზესი პანორამული ხედებით, ტყეებითა და უზარმაზარი მწვერვალებით. თუ ენერგია გაქვთ და არ გეზარებათ სიარული, შეგიძლიათ მიხვიდეთ მწყემსის სახლშიც,რომელიც ჭიორადან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ღამე გაათენოთ ულამაზესი, ბუმბერაზი მთების გარემოცვაში, სიწყნარესა და სიმშვიდეში.

ბილიკი იწყება სოფელ ჭიორადან. თუ თქვენ ნოწარადან უკან, ჭიორაში დაბრუნდებით, საერთო ჯამში, ორი დღის განმავლობაში 36 კილომეტრის გავლა მოგიწევთ. ამ მანძილის გავლას საშუალოდ 20-22 საათი სჭირდება (დღეში 18 კილომეტრი, დაახლოებით 10-11 საათი) ხოლო, თუ სოფელ გლოლასკენ გააგრძელებთ გზას, ორ დღეში 24 კილომეტრამდე გავლა მოგიწევთ. ( I დღეს 18კმ. 10-11 საათი. II დღეს 6 კმ. ) ჭიორადან ნოწარასკენ დიდი მანძილის გავლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შესაძლებელია. ლაშქრობისას, სიმაღლეში დაახლოებით 1000 მეტრის აწევა მოგიწევთ. წყლის მარაგი ჭიორაში უნდა აიღოთ, რადგან ბილიკზე თითქმის არ არის წყალი. ზაფხულობით შრება და დიდი ალბათობით, მხოლოდ ერთდგან, საკმაოდ დიდი მანძილის გავლის შემდეგ შეგხვდებათ. მწყემსის სახლთან წყალი არის. სოფელში ყველა მიგასწავლით ბილიკის საწყის ნიშნულთან მისასვლელ გზას. ბილიკი მონიშნულია ლურჯად.

ჭიორაში, სოფლის ქუჩას გაუყევით დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე, გზაჯვარედინთან მისვლისას გაუყევით გზას მარცხნივ. აქედან გზა მეტნაკლებად პირდაპირ მიდის, სანამ არ დატოვებთ სოფელს. შემდეგ გადაკვეთთ პატარა ნაკადს, გაუყვებით გზას ჩრდილოეთით სერპანტინებზე და შეხვალთ ტყეში. შემდეგი 5 კილომეტრის მანძილზე ახვალთ 800 მეტრ სიმაღლეზე, თუმცა სიარული ჩრდილში გიწევთ. ასევე ამ მანძილზე გაივლით რამდენიმე მარკირებულ ადგილსაც.

2300 მეტრზე საბოლოოდ გადიხართ ტყიდან და იშლება ულამაზესი პანორამული ხედები. ჩრდილოეთით დაინახავთ მწვერვალ ბურჟულას, ხოლო სამხრეთით იშლება შოდა-კედელას ქედი თავისი ულამაზესი მწვერვალებით - შოდა და ლოღორა.

მაღალი გამავლობის მანქანით შეგიძლიათ გაიაროთ ეს მანძილი, დატკბეთ ხედებით და უკან დაბრუნდეთ იმავე დღეს. ხოლო, თუ ორი დღე გაქვთ, შეგიძლიათ აქედან გზა ფეხით გააგრძელოთ (რადგან აქედან გზა ფუჭდება და საშიშია მანქანისთვის) ნოწარას ხეობის ფსკერამდე, რომელსაც 1-2 საათი უნდა. აქვეა მწყემსის ქოხიც, რომელიც ულამაზეს ადგილას მდგემარეობს და გარშემო უზარმაზარი მთები აკრავს. შეგიძლიათ ღამე აქ გაათენოთ. გარშემო, მიმდებარე ტერიტორიაზე საკარვე ადგილის პოვნა მარტივი არ არის. თუ კარვის ზომა საშუალებას გაძლევთ, შესაძლებელია უბრალოდ ქოხში გაშლაც. ამ ქოხამდე 18 კილომეტრის გავლა დაგჭირდებათ. ამდენივე უკანა გზაზე, თუ იგივე ბილიკით დაბრუნდებით. თუ თავს ენერგიულად გრძნობთ, შეგიძლიათ მდინარე გადაკვეთოთ დაბლა, ახვიდეთ მოპირდაპირე გორაზე და შეუერთდეთ ძველ ბილიკს, რომელიც სოფელ გლოლაში ჩაგიყვანთ. ამ შემთხვევაში საერთო ჯამში 24 კილომეტრამდე გავლა მოგიწევთ.

ლაშქრობა ძირითადად გიწევთ გრუნტიან გზაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, კარგად ეტობა და დაკარგვის შანსი ძალიან დაბალია. თავიდან შეხვალთ ტყეში. შემდგომ სიარულს აგრძელებთ ალპურ ზონაში, ხოლო როცა მწყემსის ქოხისკენ დაეშვებით, მცირე მანძილს ისევ პატარა ტყეში გაივლით. მწყემსის ქოხთან არის სასმელი წყალი და შეგიძლიათ შეშის მოპოვებაც.

ლაშქრობისას შესაძლებელია გადააწყდეთ დათვის ნაკვალევსაც. ბილიკი გრძელი და დამღლელია, თუმცა იმ ხედების და ადგილების ნახვად აუცილებლად ღირს.


ტრანსპორტი:

თბილისიდან ჭიორაში, სამწუხაროდ, ტრანსპორტი არ დადის, თუ თქვენით არ დაიქირავებთ. შესაძლებელია თბილისიდან ონში ჩასვლა ჩვეულბრივ, საქალაქთშორისო ტრანსპორტით, ხოლო ონიდან შეგიძლიათ ტაქსის ქირაობა, რომელიც აგიყვანთ სოფელ ჭიორაში და რომელიც დაახლოებით 50-70 ლარი ჯდება. თუ გლოლადან მოგიწევთ დაბრუნება, აქაც ასევე, ტაქსის დაქიარავება მოგიწევთ ონში ჩასასვლელად.

თეგები: #ლაშქრობა #ბუნება #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

42.745197 , 43.552503
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 36 კმ
სირთულე: საშუალო

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+64
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ რაჭაში

კოტეჯი
კოტეჯი ნიკორწმინდაში
სოფელი · კურორტი · ტბა · მდინარე · მღვიმე / გამოქვაბული · ეკლესია / მონასტერი · ისტორიული ძეგლი · მთა · კოტეჯი · ეთნოგრაფიული · Zip-Line
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჭიორა-ნოწარა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!