დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური დაბა გუდაური

დაბა გუდაურის შესახებ

დაბა გუდაური მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის გუდაურის ცენტრი (სოფლები: განისი, გუდაური, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე).

გუდაური მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე, სტეფანწმინდიდან 33, ხოლო თბილისიდან 120 კმ-ში“.

გუდაური ახალი სამთო-სათხილამურო ცენტრია ცენტრალურ კავკასიონზე. მისი კლიმატი ძალზე ხელსაყრელია აქტიური დასვენებისა და სპორტისათვის. მყარი თოვლის საფარი ექვსი თვეა წელიწადში. თოვლის საშუალო სიმაღლე სათხილამურო ფერდობებზე 190 სმ-ს აღწევს. მზის ნათების ხანგრძლივობა 2 100 სთ წელიწადში, ძლიერი ქარები იშვიათია.

დასახლება პირველად იხსენიება 1868 წელს. 1887 წელს გაიხსნა მეტეოროლიგური სადგური. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. ამ უკანასკნელის გუდაური-მლეთის მონაკვეთი (მლეთის დაღმართი, ინჟინერი — ბ. სტატკოვსკი, 1855-1861) ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სამთო გზად ითვლებოდა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის („ლებიოდკის“) მეშვეობით ადიოდნენ.

პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო“, ამჟამად „გუდაური“). ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270 მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.

დაბა გუდაურს მისი მდებარეობიდან გამომდინარე სტუმრები ზაფხულზეც სტუმრობენ.

თეგები: #ქალაქი #ინფრასტრუქტურული ობიექტი #დასახლებული პუნქტი #დაბა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე დაბა გუდაური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!