დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი

ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოცავს: ციტადელს, კოშკებს, ქარვასლას, ეკლესიის ნაშთებს, სენაკებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგებობათა ნაშთებსა და მეჩეთს. არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ნაქალაქარის ტერიტორიაზე დასახლება ჯერ კიდევ წინარე ქრისტიანულ ხანაში ყოფილა და ადრეული ციკლოპური კედლების ნაშთები შაუასაუკუნეებში სამოსახლო უბნების გეგმარებაში გამოუყენებიათ. IX საუკუნეში აქ უზღუდო სამოსახლო დაარსებულა, რომელიც შემდგომ პერიოდში გამაგრებულ დიდ ქალაქად ქცეულა. ისტორიულ წყაროებში “ახალქალაქისა ზღუდეთა შენება” პირველად ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ) მოღვაწეობასთან დაკავშირებითაა ნახსენები. XI საუკუნის 40-იანი წლებიდან XIX საუკუნემდე ახალქალაქის ციხე-სიმაგრე გვევლინება ხან ქართული ფეოდალური ხელისუფლების დამცველად, ხანაც დამპყრობლური ძალების საყრდებად ამ მხარეში. საგულისხმოა, რომ ახალქალაქის ციხე ჯერ კიდევ დასრულებამდე განადგურებულა ზედიზედ ორჯერ, 1065 და 1068 წლებში სელჩუკთა სულთნის ალ-ფარსლანის შემოსევის შედეგად. სელჩუკთა განდევნის შემდეგ, XI საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის დასაწყისიდან ჯავახეთი ძლიერდება და ახალქალაქიც მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს, როგორც ქართლის რაიონებთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვითარდება საქალაქო თუ სასოვლო ცხოვრება და იწყება აღმშენებლობა. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ახალქალაქის ციტადელის ძირითადი ძარღვიც. ეს აღმავლობა XIII საუკუნემდე გაგრძელდა. XIII საუკუნეში ქალაქი მონღოლებმა გადაწვეს. XV საუკუნეში ახალციხეს სამცხის ერისთავი ჯაყელები დაეპატრონნენ. XVI საუკუნის 50-იან წლებში ახალქალაქი შაჰ-თამაზის ურდოებმა აიღეს, XVI საუკუნის ბოლოს კი იგი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო დაჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში სანჯაყის ცენტრად აქცია. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ერეკლე II-მ რამდენჯერმე სცადა ახალქალაქის გათავისუფლება. 1811 წელს ახალქალაქი რუსეთის იმპერიამ აიღო, მაგრამ 1812 წელს ბუქარესტის ზავის თანახმად კვლავ ოსმალეთს დაუბრუნა. 1828 წლის 22 სექტემბერს, რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა გენერალ ი. პასკევიჩის მეთაურობით ქალაქი აიღეს. ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი მრავალგსის არის სახეცვლილი, შესამჩნევია არაერთი გადაკეთების კვალი, თუმცა დღემდე შემორჩენილია დაარსებისდროინდელი ნაშთები. ახალქალაქი ისეთ ციხე-ქალაქთა ტიპს ეკუთვნის, რომლის ტერიტორიაზეც ერთმანეთს ერწყმის სიმაგრეთა თავდაცვითი სისტემა და ქალაქური ცხოვრება.

თეგები: #ისტორია #კულტურა #არქეოლოგია #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა #არქეოლოგიური ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!