ბანგურიანის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ბანგურიანი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მესტიაჭალისა და ტვიბერის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3838 მეტრია. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, რელიეფის გლაციალური ფორმებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.

როგორ მოვხვდეთ ბანგურიანზე?

ბანგურიანის მთა და მყინვარი მესტიიდან დაშორებულია დაახლოებით 20 კილომეტრით. პირველი 10 კმ დაფარვა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით. მომდევნო 10 კმ-ზე მიუყვება საფეხმავლო ბილიკი, ქედის გავლით ბანგურიანის მყინვარამდე. მყინვარიდან მწვერვალზე ასავლელად კი საჭიროა ალპინისტური აღჭურვილობა. ბილიკი მყინვარამდე არის საშუალო სირთულის. იწყება ტყიან ზონაში, გადის ალპურ მდელოებზე, ხოლო ბოლო მონაკვეთზე ქვიან ზედაპირზე მყინვარამდე, რაშიც მდგომარეობს ბილიკის სირთულე. 

ბანგურიას მთიდან იშლება შესანიშნავი ხედები მესტიაზე, სვანეთის კავკასიაონზე და მწვერვალებზე. 

მდებარეობა
43.090596, 42.816907
მანძილი დედაქალაქიდან
490 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

ლეხზირი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. გ...

დალაყორის ქედი, დალახორა, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი შტოქედი, ლეხზირ-ჭალაათის მყინვარებს შორის. უმაღლესი მწვერვალი დალაყო...

ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონი...

ჩათინი, ჩათინთაუ — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამ...

ბჟედუხი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 43...

უშგული — თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში. შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში (თემის ცენტრი).მდებარეობაუშგული მდებარე...

ზედა ვედი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში....

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!