დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

4 (1)
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი Batumi Archaeological Museum Батумский археологический музей ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი Batumi Archaeological Museum Батумский археологический музей ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი Batumi Archaeological Museum Батумский археологический музей ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი Batumi Archaeological Museum Батумский археологический музей

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს, ჭავჭავაძის 77 ნომერში.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია. შენობა, სადაც 1994 წელს მუზეუმი განთავსდა, განეკუთვნება XX საუკუნის 50-იანი წლების არქიტექტურულ ნიმუშს.

მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში გამოფენილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის ფართო ათვისების, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გვიან შუასაუკუნეების ხანის არტეფაქტები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ დასავლეთ საქართველოში (ქობულეთი, მახვილაური, ფიჭვნარი, ციხისძირი, ბათუმისციხე, გონიო-აფსაროსი, აჭარისწყლის ხეობა და სხვ.) ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი.

ექსპოზიციის უძველეს ნიმუშებს განეკუთვნება აჭარის მთიანეთში, კურორტ ბეშუმთან აღმოჩენილი ქვის იარაღები, რომელთა თარიღი 300-400 ათასი წლით განისაზღვრება. გამოფენილი მასალის მიხედვით ჩანს, რომ აჭარის ტერიტორია ექცევა იმ არეალში სადაც დაახლოებით 10 000 წლის წინ დაიწყო მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურზე გადასვლა. მრავალფეროვანი მასალითაა წარმოდგენილი მომდევნო ენეოლით-ადრებრინჯაოს(ძვ.წ.V-III ათასწ.), განსაკუთრებით კი გვიანბრინჯაოსა და რკინის ადრეული ხანა(ძვ.წ.XV-VII სს)-აღიარებულია, რომ ჭოროხის აუზი მახლობელ აღმოსავლეთში წარმოადგენდა სამთო მეტალურგიის ერთ-ერთ უძველეს ცენტრს, კოლხური ტომობრივი კულტურის წარმოშობის ადგილს. სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება პოპულარული ბერძნული მითი არგონავტების შესახებ.

ანტიკურ სამყაროსთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების, ბერძნული კოლონიზაციის, რომაული და ბიზანტიური ექსპანსიის შედეგების ამსახველია მუზეუმში დაცული ფიჭვნარში, აფსაროსში, მახოში, კაპანდიდში და ციხისძირში აღმოჩენილი იმპორტული და ადგილობრივი წარმოების სადა და მოხატული კერამიკა, ტერაკოტული ფიგურები, ტორევტიკისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები, ფერადი მინის ნაწარმი, რკინისა და სპილენძის ნაკეთობანი,სამკაულები და ა.შ.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის საინტერესო ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლები. მუზეუმის მდიდარი ოქროს ფონდი კი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს უკავია, ადასტურებს ანტიკურ ავტორებთან დაცულ ცნობას კოლხეთის, როგორც „ოქრომრავალი“ ქვეყნის შესახებ.

სერვისები:

  • კერამიკული სტუდია სადაც ვიზიტორებს
  • შეუძლიათ მინაბაძების დამზადება
  • მაღაზია სალონი, სადაც წარმოდგენილია
  • არტეფაქტების მინაბაძები (რეპლიკა)
  • QR კოდები
  • აუდიო (ქართულენოვანი / ინგლისურენოვანი / რუსულენოვანი) QR გიდი
  • გიდები (ქართულენოვანი / ინლისურენოვანი / რუსულენოვანი)
  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • ვირტუალური ტური

თეგები: #ისტორია #კულტურა #მუზეუმი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

0422 27 11 75; 57754****
*****@ajaramuseums.ge
https://ajaramuseums.ge/
ხანგრძლივობა: 1 საათი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+69
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები


სტანდარტული6 ლარი
საექსკურსიო ინდივიდუალური15 ლარი
საქსკურსიო ჯგუფური (6-დან 30-მდე ვიზიტორი)10 ლარი



ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
4
დავით ჭურღულია

+ გარემო, სისუფთავე, პერსონალი
- უჰაერობა, დახუთულობა

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

0422 27 11 75; 57754****