დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
5 (2)
ბათუმის მეჩეთიბათუმის მეჩეთი Батумская мечеть Batumi Mosque ბათუმის მეჩეთი Батумская мечеть Batumi Mosque

ბათუმის მეჩეთის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბათუმის მეჩეთი - ორთა ჯამე აჭარაში, ქალაქ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. იგი ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, ის ჯერ კიდევ ოსმალური ხელისუფლების დროს არის აგებული, 1866 წელს. ორთა ჯამე გვიანოსმალური პროვინციული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიმუშია. მისი ინტერიერი აღმოსავლური ორნამენტებით ლაზმა ოსტატებმა მოხატეს. ნაგებობის ოქროსფერი გუმბათი და მაღალი, თეთრი მინარეთი შორიდანვე იქცევს ყურადღებას და ბათუმის მულტიკულტურული ურბანული გარემოს შექმნაში არსებით როლს ასრულებს. ბათუმის მეჩეთი მართკუთხა გეგმის მქონე მოზრდილი შენობაა, რომელსაც კუთხეში მაღალი მინარეთი აქვს და ცენტრში კი დიდი მოოქროვილი გუმბათი. ნაგებობის ექსტერიერი შელესილი და თეთრად შეღებილია. ფასადები მართკუთხა ფანჯრებითაა დანაწევრებული, რომლებსაც პროფილირებული საპირეები შემოწერს და ბრტყელი "ფრონტონები" აგვირგვინებს. გრძივ ფასადებზე მართკუთხა ფანჯრებს წრიული ენაცვლება, რომელთა ზემოთაც დაწოლილი ნახევარმთვარეებია გამოსახული. ყველაზე მდიდრულად მორთული აღმოსავლეთის შესასვლელია. იგი პილასტრებითაა ფლანკირებული, რომლებსაც მაღალი, მუზარადისებური თაღი ეყრდნობა. თაღის ტიმპანში მრგვალი ფანჯარაა გაჭრილი. ფასადებზე ფანჯრები ორ იარუსადაა განლაგებული, თუმცა შიგა სივრცე ერთიანია. ხის კოჭოვანი სახურავი ოთხ თავისუფლად მდგარ მრგვალ სვეტს ეყრდნობა. შუა მონაკვეთის თავზე ხისავე ძელებით აწყობილი გუმბათია აღმართული. ჭერი, გუმბათი და მინბარისა და კათედრის მოაჯირები ფერადოვანი დეკორატიული მხატვრობით არის შემკული.

ორთა ჯამე 1866-1935 უწყვეტად მოქმედებდა. 1935 წლიდან დაიკეტა და ძირითადად სამხედრო საწყობად გამოიყენებოდა. 1946 წელს მეჩეთი არადგინეს და დღემდე ფუნქციონირებს.

თეგები: #ისტორია #კულტურა #არქიტექტურა #შენობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Mariam Tsintsadze
Mariam Tsintsadze

გამარჯობათ მეჩეთის კარებზე შესასვლელში (მამაკაცების მხარეს) რატომ აქვს ყურძნის ორნამენტები?

2 შეფასება
5
Linda Shainidze

საინტერესოა ესეთი ღირსშესანიშნავი , უძველესი, დიდი ისტორიისა და შესანიშნავი არქიტექტურის მქონე ნაგებობა რატო არ არის შეტანილი BATUMI - AJARA
GUIDEBOOK -ში

ელზა ელზა

ულამაზესია

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის მეჩეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!