დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
batumis-samebis-tadzari-sameba-c batumis-qovladtsminda-samebis-sa batumis-qovladtsminda-samebis-sa batumis-qovladtsminda-samebis-sa batumis-qovladtsminda-samebis-sa batumis-qovladtsminda-samebis-sa batumis-samebis-tadzari-sameba-c batumis-samebis-tadzari-sameba-c

ბათუმის სამების ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი - სალიბაურის წმინდა სამების ტაძარი მდებარეობს აჭარაში, ბათუმიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამების მთაზე.

სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას 2002 წლის 7 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი. იგი ორი ტაძრისგან შედგება და აშენდა, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის შალვა ბრეუსის შემოწირულობით. მონასტრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ილია მეორემ უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი — წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა ბიზნესმენი შალვა ბრეუსი. 

ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია.


ისტორია

ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი მე-19 საუკუნის II ნახევარშია აგებული. იგი წლების მანძილზე სასაფლაო მეურნეობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აქაც შეწყდა წირვა-ლოცვა. იგი საწყობად გამოიყენეს - ინახებოდა სამეურნეო ინვენტარი.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ბათუმის მრავალეროვანი მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები გრიგოლ პუხნოსა და ლუკა შევჩუკის ხელმძღვანელობით გაერთიანდნენ წმიდა სამების ეკლესიასთან, შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს (ცინცაძე) ნებართვისათვის აღნიშნული ეკლესიის ამოქმედების შესახებ.

1947 წელს ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი გაიხსნა. წინამძღვარი იყო ლუკა შევჩუკი. ტაძარს მგალობელთა 30 კაციანი გუნდი ჰყავდა. ტაძრის რესტავრაციის შემდეგ მრევლმა შემოსწირა საეკლესიო წიგნები, ხატები და სხვა ნივთები. ტაძარს არასოდეს აკლდა მრევლი, რასაც ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ იმ დროისათვის ქალაქში ორი მართლმადიდებლური ტაძარი მოქმედებდა. ერთი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ქალაქში და მეორე აქ, სასაფლაოზე.

1976 წლის ზაფხულში ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. მალე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოს დავითს (ჭკადუა) დაავალა ახალი ტაძრის აგება დამწვარი ტაძრის ფუძეზე.

ტაძარი აშენდა, გადახურეს და დაიწყო მღვდელმსახურება 1979 წელს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამთავრებ ამ სახით, რომელიც ამჟამადაა წლების მანძილზე მიმდინარეობდა.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

ძალიან გთხოვ დაწეროთ სწორი ინფორმაცია,ტაძრის მთელი ისტორია რაც წერია არის სასაფლაოსთან არსებულ სამების ეკლესიაზე.ფოტოზე ნაჩვენები არია დედათა მონასტერში არსებული სამების ტაძარი საერთოდ სხვა ისტორიით

Georgian Travel Guide
Georgian Travel Guide

მადლობა, აუცილებლად შევასწორებთ ხარვეზს. თუ რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ აღნიშნულ მონასტერზე გთხოვთ მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: info@georgiantravelguide.com

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის სამების ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!