
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, მაღალ მთაზე მდებარე ბოჭორმის ციხის შიდა ეზოში.
ეკლესია თარიღდება X საუკუნით. იგი გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. შენობის გარე მოპირკეთებისათვის თავდაპირველად გამოყენებული ყოფილა მომწვანო ფერის ქვიშაქვების ფილები; მოგვიანებით განახლებული და შეკეთებული ნაწილები შირიმისა და აგურისაა.
ეკლესია მთლიანად არის მოხატული. დაზიანების მიუხედავად, თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა და დეკორის საერთო პროგრამის აღდგენა მაინც შესაძლებელია. მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. თითეული აფსიდის კონქში წარმოდგენილია თითო სცენა, დანარჩენ რეგისტრებში – ორ–ორი.
საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ქრისტეს დიდების კომპოზიცია, II და III რეგისტრებში კი – ეკლესიის 12 მამაა. ბემის კამარაში განლაგებულია წინასწარმეტყველთა ფიგურები, ხოლო ბემის კედლების ზედა რეგისტრებში, ჩრდილოეთით – ფერისცვალება, სამხრეთით – ლაზარეს აღდგინება. სადღესასწაულო ციკლის სცენები გამოსახულია ჩრდილო–აღმოსავლეთის და სამხრეთ–აღმოსავლეთის აფსიდებშიც. კერძოდ, ჩრდილო–აღმოსავლეთის აფსიდის კონქში, III რეგისტრში გამოსახულია ქრისტეს ნახევარფიგურისკენ ვედრებით მიმართული ისტორიული პირის გამოსახულება (სავარაუდოდ დავით აღმაშენებელი). ჩრდილო–დასავლეთის აფსიდი ეთმობა ქრისტეს სასწაულთა ამსახველ სცენებს, ხოლო დასავლეთის აფსიდში წმინდა გიორგის სცენებია გამოსახული, სამხრეთ–დასავლეთის აფსიდში – განკითხვის დღის ვრცელი კომპოზიცია – ძველი დღეთაი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა