დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
5 (1)
ჰეშკილის ქოხები, მესტია, სვანეთი Heshkili huts, Mestia, Svaneti

ჰეშკილის ქოხების შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

სამეგრელო - ზემო სვანეთში მდებარეობს პატარა სოფელი ჰეშკილი, მესტიიდან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამთო- სათხილამურო კურორტ ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე. სოფელში უძველესი ძეგლები და რელიგიური ნაგებობებია, თუმცა ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე სტატიას ვწერ. ეს “ჰეშკილის ქოხების” დამსახურებაა. ეს მეტად საინტერესო ადგილია, რომელიც დამსვენებელს იზიდავს თავისი პატარა, საოჯახო სასტუმროებით. შეიძლება ითქვას, რომ “ჰობიტის სამყარო” მკითხველმა პირდაპირ წიგნიდან სვანეთში გადმოიტანა. იქნებ სწორედ ტოლკინის წიგნმა შთააგონა მეპატრონე აქ ეს ქოხები აეშენებინა? ვინ იცის…

მინდა გითხრათ, რომ ამ სასტუმროში ერთი ქოხი პირდაპირ ხეზე მდებარეობს, როგორც ზღაპრებში. სტუმრებში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ეს გამოირჩევა. ზოგადად ჰეშკილის ქოხებიდან საოცარი ხედები იშლება, წვიმის შემდგომ ცისარტყელა არნახულად ახლოს გადაკრავს სარტყელს ცაზე, სვანეთის ბუმბერაზი მთები და საოცარი სიწყნარე მხოლოდ თქვენ გელოდებათ. ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა ეს მივიწყებული სოფელი თავისი პაწაწინა ქოხებით დამსვენებელთათვის საყვარელი ადგილად. დღეისათვის აქ 6 ქოხია, 7 ოთახით, დაახლოებით 23 სტუმარს მასპინძლობს, ქოხებს გარედან ლამაზი ღობე აქვს შემოვლებული, სადაც ბაღებია გაშენებული, აქვეა ტერასა და ბარიც. საღამოს გასართობებიც და საერთო სამზარეულოც თქვენს ხელთაა.


საინტერესო ფაქტები:

  • “ჰეშკილის ქოხები” მდებარეობს მთებში, მესტიიდან 7 კილომეტრში
  • ზღვის დონიდან 1900 მეტრზეა
  • სამანქანო გზას პირდაპირ ქოხებთან მიყავხართ
  • ეს სიამოვნება ღამეში 25-30 ლარი ჯდება (არ შედის კვების საფასური), ფასი დამოკიდებულია იმ ქოხზე, რომელსაც აირჩევთ.
  • დღეში საკვების ერთხელ მიღება 5 ლარიდან-15 ლარამდე ჯდება (აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი, ტრადიციული კერძები)
  • ჯერჯერობით აქ არის 3 სველი წერტილი
  • მსოფლიოში ცნობილი იალბუზი აქედან 28 კილომეტრშია.
თეგები: #საცხოვრებელი #სასტუმრო

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Anna Rukhadze
Anna Rukhadze

გამარჯობათ, ვის უნდა დავუკავშირდე ჰეკშილის ქოხების დაჯავშნისათვის?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

დაუკავშირდით ამ ნომერზე
+995595525118
ან მიწერეთ
heshkilihuts@gmail.com

თამთა რაჭველი
თამთა რაჭველი

გამარჯობათ იცით რა მაინტერესებს.. რომელ რაიონშია ჰეშკილის ეს ულამაზესი ქოხები... და რაჭიდან რამდენი კილომეტრია ქოხებამდე 😊

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გამარჯობა თამთა, ჰეშკილის ქოხები მესტიასთან არის ძალიან ახლოს. ამბროლაურიდან მესტიამდე 338 კილომეტრია მთავარი ავტომაგისტრალის გავლით.

1 შეფასება
5
Maluka Gelovani

.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჰეშკილის ქოხები

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 595 525****