
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
იფრალის მთავარანგელოზის ეკლესია სვანეთში, მესტიისმუნიციპალიტეტში, კალის თემის სოფელ იფრალში მდებარეობს. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია
ნაგებია თლილი შირიმის ფილებით და XI
საუკუნით თარიღდება. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტები, რომლის ზედა ნაწილში
მოთავსებული
იყო
შვიდნახევარფიგურიანი
დეისუსის
კომპოზიცია.
ყოველ
ფიგურას
ხატის
მსგავსი
მოჩარჩოება
ჰქონდა.
ფასადს
სიგრძეზე
გასდევდა
გეომეტრიული
ორნამენტის
ზოლი,
რომლის
ქვემოთ
გამოსახული
იყო
მშვილდოსანი
მხედარი
წარწერით
"წმ.ესატე".
შესასვლელი დასავლეთიდანაა, შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი - სწორკუთხა. საკურთხეველი
ორი
საფეხურით
ამაღლებულია
და
დანარჩენი
სივრცისაგან
გამოყოფილია
სამთაღიანი
კანკელით,
რომლის
შუა,
შესასვლელის
თაღი
განიერი
და
ოდნავ
შეისრულია,
ხოლო
გვერდითი
ღიობები
საკურთხევლის
მხარეს
არქიტრავულია.
კონქის
თაღი
ეყრდნობა
აბსიდის
მხრებს.
კამარის
თაღი
სამხრეთ-დასავლეთ
და
სამხრეთ-აღმოსავლეთის
კუთხის
პილასტრებს
ეყრდნობა.
ჩრდილოეთ
და
დასავლეთ
კედლებს
საფეხური
გაუყვება.
ეკლესიის
ინტერიერი
მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ,
რომელმაც ასევე მოხატა კალის წმ. კვირიკესა და ივლიტას, წვირმის მაცხოვრისა
და ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიები.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა