
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, მცხეთა-შიომღვიმის საავტომობილო გზის მახლობლად. ეკლესია აგებული და მოხატულია XII საუკუნეში. 1975 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
ეკლესიასთან მისვლა შესაძლებელია მანქანით. გზის ბოლო მონაკვეთი გრუნტიანია.
თუკი კალოუბნის ეკლესიას ესტუმრებით პატარა, საყვარელი ეკლესიის და მისი სადა და საინტერესო მხავტვრობის გარდა შესანიშნავი ხედებითაც დატკბებით. ეკლესია საკმაოდ მაღალ მთაზეა და გარშემო დიდი სივრცეები იშლება. შორს მცხეთის ჯვარი მოჩანს, ეკლესიის პირდაპირ, მტკვრის მეორე მხარეს კი არმაზის ციხეს და არმაზის ღვთისმშობლის მონასტერს დაინახავთ.
ეკლესიის გვერდით ერთი ხნიერი, შუაზე გახლეჩილი, თითქმის ძირის გარეშე დარჩენილი ხეა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სიმწვანეს. ეს ხე ისე გამოიყურება თითქოს მთლიანი არქიტექტურის ნაწილი იყოს და უფრო მეტ სიმყუდროვეს და ცოცხალობას მატებს მთის წვერზე შემოსკუპებულ ციცქნა ეკლესიას.
ეკლესია დარბაზულია (4,51 X 2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე სართულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია.
ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელია). აქვეა ქვის ემბაზი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის.
ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. ფრესკებზე გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი, სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენა (ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება და ფერისცვალება),წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები, თეთრ ცხენზე მჯდომი ტრიუმფატორ წმინდა გიორგის ფიგურა, წმინდა დედათა ნახევარფიგურები, წაბლა ცხენზე მჯდომი წმინდა თევდორეს ფიგურა,წმინდა მამათა ნახევარფიგურები, წმინდა გიორგი პატრიცის სახით, წმინდა დიმიტრი და წმინდა დედის ნახევარფიგურა.
მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ-დინამიური სტილისაკენ გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით – ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ, კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია ფუნქციონირებს? 2018 წლის 23 ნოემბერს ვიყავით მეგობრები და ეკლესია დაკეტილი იყო...