
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ქოლაგირის ციხე (ცურტავის ციხე, დედოფლის ციხე-სიმაგრე) ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში მდებარეობს (ყოფილი ქოლაგირი). იგი დარეჯან დედოფლის მიერაა აგებული 1788-1798 წლებში. ქვემო ქართლში ამ დროს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არაქართველია და ქრისტიანი მოსახლეობა შევიწროებას განიცდის. სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა ქოლაგირის ციხის აგების საჭიროება. ცნობილია, რომ ახალციხის ფაშა არაერთხელ დასხმია თავს ციხეს მისი აგების პერიოდში, რათა მშენებლობა შეეჩერებინა. ციხე-გალავანი გაშლილ, ყოველმხრივ მარტივად მისადგომ ადგილას მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ იგი თავისი დროის სამხედრო-სტრატეგიულ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს სრულიად პასუხობს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ქოლაგირის ციხემ, სხვა ციხე-სიმაგრეების მსგავსად, თავისი ფუნქცია დაკარგა. დღესდღეობით ციხის ტერიტორიაზე წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერი მოქმედებს.
ქოლაგირის ციხე (ცურტავის ციხე, დედოფლის ციხე-სიმაგრე) კვადრატული გეგმის მქონე ნაგებობაა, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას შემოფარგლავს. ციხეს ორი შესასვლელი აქვს, მთავარი შესასვლელი ჩრდილო აღმოსავლეთის კედლის ცენტრშია, მეორე კი მის მოპირდაპირე მხარეს. ცენტრალური კარიბჭის ფასადზე ლომების გამოსახულებიანი ქვებია ჩართული, გარდა ამ რელიეფებისა იგი დეკორირებულია აგურით გამოყვანილი რომბული ტიპის მორთულობითა და თეთრი და წითელი აგურის მონაცვლეობით შექმნილი ზოლებით. ციხე-სიმაგრის გალავნის კედლები ორიარუსიანია, პირველი იარუსი ყრუა, ხოლო მეორე იარუსს საბრძოლო ბილიკი და თავდაცვითი კედელი აქვს. კუთხეებში ოთხსართულიანი, დიდი, მრგვალი გოდოლებია ჩართული, დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში კი - სწორკუთხა, სამსართულიანი კოშკები. გოდოლები გამოიყენებოდა როგორც საცხოვრებლად ისე საბრძოლველად, ოთხივე მათგანში არის ბუხარი და საპირფარეშო. გოდოლები და კოშკები სათოფურებით, სალოდეებითა და საზარბაზნეებითაა აღჭურვილი. ციხის ტერიტორიაზე მომცრო ზომის დარბაზული ეკლესია დგას.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა