ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ადგილი  “სევდიანი ფიქრთ გასართველად” , კუს ტბა სწორედ შენთვისაა. ზაფხულში ეს განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილია , რადგან შესაძლებლობას იძლევა ისეირნო , და დაისვენო სულიერად.. აგრეთვე, აქ არის სპორტული ტრენინგები არა მხოლოდ ადგილობრივი ხალხისთვის, აგრეთვე თბილისში ჩამოსული ტურისტებისთვის. კუს ტბა მყუდროდ მოთავსებულია მთაწმინდის მარცხენა კლდეზე , მახლობლად ეთნოგრაფიული მუზეუმისა.ახალგაზრდა ლამაზი წყვილები, რომლებიც სავსენი არიან წყურვილით სიცოცხლისა,მორბენლები, ტურისტები დახეტიალობენ ირგვლივ  და ტკბებიან .

lake

ან იქნებ გსურს ,მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დრო გაატარო ? გაექცე ქალაქის მცხუნვარებას , და მოაწყო ჰარმონიულ გარემოში პიკნიკი. დასხდებით სასიამოვნო გარემოში, კაფეებში , რომლებიც მრავლადაა კუს ტბაზე, და დატკბეთ ტბის ცქერით. არც ის უნდა დაგვავიწყდეს ,რომ ყბას წრიულად გარს აკრავს დაბურული ტყე, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს. ამ გარემოს შემხედვარეს შესაძლოა დაგავიწყდეს კიდეც, რომ საქართველოს დედაქალაქში იმყოფები.ერთ დროს ამ ტერიტორიაზე საოცრად დიდი რაოდენობის კუები ბინადრობდნენ. სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც.დღეისათვის კუების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა კვლავ შეგიძლიათ მათი ნაწილი იხილოთ.

აქვეა კარგი სანაპიროც, სადაც შეგიძლია გაირუჯოთ მზის გულზე, ათამაშოთ სპეციალურ მოედნებზე ბავშვები, ან უბრალოდ ისეირნოთ სასიამოვნო გარემოში.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია. რაც ყველაზე მთავარია,აქ შეგიძლიათ ისეირნოთ ნავებით, ინებივროთ წყალში, და თქვენ წარმოიდგინეთ, კლდეზეც აცოცდეთ. დამეთანხმებით , შესანიშნავია. შაბათ-კვირას შეგიძლიათ ფეხითაც ახვიდეთ ,რადგან საკმაოდ ახლოსაა , ან მანქანით ამოხვიდეთ, თუმცა, ვგონებ, ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებას მაინც საბაგიროთი მიიღებთ. ( არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ გეტყვით , რომ სულ რაღაც 1 ლარია ამ საოცრებით მოგზაურობის საფასური.)ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში,იმიტომ რომ აქ შეგიძლიათ თანამედროვე ქართველი დიჯეის მუსიკითაც დატკბეთ პირდაპირ ღია ცის ქვეშ . მიუხედავად იმისა,რომ კუს ტბა ყოველთვის ხალხითაა გადავსებული , თქვენ აქ სიმყუდროვეს მაინც ვერავინ დაგირღვევთ, რადგან თავად ბუნება ზრუნავს ემოციებზე ,კამკამა წყნარი, ჩიტების გალობა, და ტოტებს შორის ალაგ-ალაგ აკიაფებული მზის სხივები უბრალოდ დაგავიწყებთ ყველას და ყველაფერს, და ბუნების წიაღში გიკრავთ თავს.


 

სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები კუს ტბაზე :


1.ის თბილისის ცენტრიდან 10 კილომეტრის სავალზეა

2.კუს ტბა არის ზღვის დონიდან 687 მეტრზე.

3.კლიმატი : მსუბუქი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი , ზამთარიც მსუბუქი თოვლით ხასიათდება. ძირითადად ნარჩუნდება იანვარში 0,6 გრადუსი ტემპერატურა.