დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ქუთაისის სინაგოგები

ქუთაისის სინაგოგების შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქუთაისში ებრაელები შუა საუკუნეებიდან ცხოვრობდნენ, მათი უბანი ახლანდელი გაპონოვის ქუჩასა და მწვანეყვავილას შორის მოქცეულ ტერიტორიას მოიცავდა. ქუთაისის სინაგოგები XIX-XX საუკუნეებს მიეკუთვნება. ქალაქში სამი სინაგოგაა, რომელთაგან ყველაზე ძველი 1852 წელსაა აგებული და მწვანეყვავილასა და გაპანოვის ქუჩების კუთხეში მდებარეობს. მეორე სინაგოგა 1886 წლით თარიღდება, მესამე კი - 1912 წლით, ეს ორი ნაგებობა ერთმანეთის გვერდით დგას, გაპანოვის ქუჩის 10 ნომერში.

პირველი სინაგოგა საკმაოდ დიდი ზომის თლილი ქვით მოპირკეთებული ნაგებობაა, რომელსაც გარს ეზო ერთვის. მისი თითოეული ფასადი სიმეტრიულობით ხასიათდება. მთავარი ფასადი ეზოსკენ არის მიმართული და მის ცენტრში შესასვლელია გაჭრილი. შესასვლელის თავზე სადად მოჩარჩოებული წრიული სარკმელია მოთავსებული. ცენტრი ერთიან პარაპეტში შემაღლებული ატიკით არის აქცენტირებული. შუა კომპოზიციის ორივე მხარეს თაღებში თითო დიდი ზომის რკალური ფანჯარაა, რომლებსაც პროფილირებული, ლილვისებური და მცენარეული დეტალებით გაფორმებული საპირე შემოწერს. მარჯვენა მხარეს ნაგებობას კიბე და გვიან შემოზღუდული მცირე სივრცე ერთვის. ფასადებს ვიწრო კარნიზი გასდევს. ეზო საშუალო სიმაღლის გალავნით არის შემოზღუდული.

მეორე სინაგოგა საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობაა. მისი ქვით მოპირკეთებული ფასადები სადა, დახვეწილი დეკორითაა შემკული. ყველაზე მეტად მორთული გაპონოვის ქუჩაზე გამომავალი ფასადია. იგი სამმაგი თაღედითაა დანაწევრებული. ცენტრალურ თაღში მაღალი, თაღოვანი, შეწყვილებული სარკმლებია, მათ შორის ზემოთ კი - წრიული. ეზოსკენ გამავალ ფასადს ცენტრში სვეტებიანი პორტალი აქვს მიდგმული. წრიული სვეტები კორინთული ორდერის კაპიტელებით სრულდება. ფასადი დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით, რომლებიც მართკუთხა არეებშია ჩასმული. პორტალზე სამშენებლო თარიღია - 1886 წ. ფასადები სრულდება ლავგარდნით. ნაგებობის ინტერიერი მთლიანად მოხატულია.

მესამე სინაგოგა 1886 წელს აგებული დიდი სინაგოგის გვერდით დგას. იგი უფრო მომცრო ზომის, ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის პირველი სართული შეულესავი ქვის წყობითაა მოპირკეთებული, მეორე სართული კი შელესილი და თეთრად შეღებილია. პირველი სართული დანაწევრებულია სწორკუთხა ღიობებით, მეორე კი - თაღოვანით. ღიობებს გარს პროფილირებული საპირეები ევლება, გართულებული მცირე ზომის წარბი თავსართებით. ნაგებობას ორი, მთავარი და დამხმარე შესასვლელი აქვს. მთავარი შესასვლელი პილასტრებითა და მასზე დაყრდნობილი დეკორატიული ანტაბლემენტით არის მონიშნული, თავად ღიობს კი სქელი საპირე შემოუყვება. მეორე კარი, გვერდითა ფასადზე, მეორე სართულის დონეზეა გაჭრილი და ეზოსთან რამდენიმესაფეხურიანი კიბე აკავშირებს.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

ფერეთა ჩაის ტური
სოფელი · მთა · კულინარია · სოფლის მეურნეობა · სუფრა · სათავგადასავლო ტურები · ლაშქრობა · კულინარიული ტური · აგროტურიზმი · ჩაის დეგუსტაცია
ფერეთა ჩაის ტური

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქუთაისის სინაგოგები

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!