დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ქვაბისხევის მარიამწმინდა DJI_0244 DJI_0247

ქვაბისხევის მარიამწმინდის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ქვაბისხევის წმ. მარიამის მიძინების ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში მდებარეობს. იგი VIII-XIX საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა და მაღალი კლდოვანი ქედის კალთაზე, მცირე ბაქანზე დგას. აღმოსავლეთ ფასადი კლდეზეა მიბჯენილი. სამხრეთის ნავის ჩრდილოეთ კედელზე XII-XIII საუკუნეების ფრესკაა შემორჩენილი, რომელზეც ორი საერო პირია გამოსახული, მამაკაცი წარწერით ”შოთა” და ქალი- ”იაი”. სავარაუდოა, რომ ისინი ადგილობრივი ფეოდალური გვარის, თორელთა წარმომადგენლები არიან. მთავარი ნავი გვერდით ნავებზე გაცილებით განიერია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელსაც თაღოვანი სარკმელი აქვს. კონქი სფერულია. ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ზედა ცენტრალურ ნაწილში კედელში ჩატანებულია კრონშტეინები. დასავლეთით კედლის ქვედა ცენტრალურ ნაწილში კარია, რომელიც გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი - თაღოვანი. ზედა ნაწილში-სწორკუთხა სარკმელია. მთავარი ნავი გვერდითებისგან ოთხკუთხა კაპიტელებიან სვეტებზე დაყრდნობილი ორ-ორი თაღითაა გამოყოფილი. აფსიდს ერთსაფეხურიანი პილასტრი შემოუყვება. ჩრდილოეთის ნავს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდ აქვს მცირე ზომის სარკმლით, დასავლეთის კედელში მეორე სარკმელია, კამარა ცილინდრულია. სამხრეთის ნავი ორ ნაწილადაა გადატიხრული. სათავსის დასავლეთ ტიხარში სწორკუთხა შესასვლელია დატანებული. აღმოსავლეთ სათავს სამხრეთით აქვს ერთი სარკმელი, ნავის დანარჩენ ნაწილს ორი, სამხრეთით და დასავლეთით. ინტერიერის კედლები ნაშენია ფლეთილი ქვით, თაღები, სვეტები, კაპიტელები, კრონშტეინები და სარკმლის საპირები კი - თლილი ქვისაა. სამხრეთ ფასადის ზედა ნაწილზე გამოდის ორი სარკმლის ვიწრო ჭრილი, დასავლეთის ფასადისარკმელს თლილი ქვის ჩარჩოები აქვს და სათაური ორნამენტირებულია. მასზე გამოსახულია მედალიონებში ჩასმული სამი ბოლნური ჯვარი. დასავლეთის ფასადს შერჩენილი აქვს კარნიზის ფრაგმენტი-ერთი თარგი და ლილვი.


როგორ მივიდეთ

ქვაბისხევი ბორჯომიდან 19კმ-ით არის დაშორებული. ბორჯომი-ახალციხის გზიდან ქვაბისხევისკენ რომ გადაუხვევთ მხოლოდ 2 კმ რჩება ეკლესიამდე.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქვაბისხევის მარიამწმინდა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!