ქვეშის ციხეს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქვეშის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერის მარცხენა სანაპიროზე (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის მახლობლად).

ციხე აგებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.


ისტორია

ქვეშის ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება. იგი უნდა ყოფილიყო VII ს. „სომხურ გეოგრაფიაში“ მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი, რომელმაც IX ს. დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და, შესაბამისად, ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა. XII ს. ბოლს განძასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმატებული ლაშქტობა განახორციელა თამარ მეფის პირველმა ქმარმა, გიორგი რუსმა. სწორედ ამ ლაშქრობის შემდეგ თამარ მეფემ ქვეშის ციხე და ქვემო ქართლის კიდევ ორი ციხესიმაგრე - ორბეთი და კაენი, საგანმგებლოდ გადასცა საქართველოს მსახურთუხუცესს - ვარდან დადიანს და მის შვილს. მაგრამ 1191 წელს ვარდან დადიანი ფაქტობრივად სათავეში ჩაუდგა თამარ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას გიორგი რუსის სასიკეთოდ და ამით განიპირობა კიდეც აღნიშნული ციხის დაკარგვა. ამის შემდგომ თამარ მეფემ ქვეშის ციხე თავის მომხრე და ერთგულ თორელთა საგვარეულოს საგამგებლოდ გადასცა.

ამიერიდან ქვეშელებად იწოდებოდათორელთა ის განშტოება, რომელიც ამ ციხეს ფლობდა. ასეთები იყვნენ სწორედ ჯავახიშვილები, რომელთაც 1468 წ. მეფე ბაგრატ VI-ისაგან გამოუსყიდიათ ქვეშის ციხე. ამ გამოსყიდვის სიგელით ვიგებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეში ინარჩუნებდა თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას. ალბათ, ამას ხელს უწყობდა აქ გამავალი საბაჭრო გზებიც, რომლის გამოისობით ქვეში ერთგვარი საბაჟო პუნქტიც ყოფილა. მაგრამ ჯავახიშვილების ხელში ციხე დიდხანს არ დარჩენილა. კონსტანტინე II გამეფების შემდეგ, ქართლში დაწინაურებას იწყებს ბარათაშვილთა საგვარეულო, რომლებიც მეფესაც უმოყვრდებიან და როგორც ჩანს, ქვეშიც სწორედ ამ დროიდან ხდება მათი საგამგებლო. ყოველ შემთხვევაში, 1486 წელს იაყუბ ყაენის საქართველოში ლაშქრობის დროს სწორედ ბარათაშვილები გამოდიან დმანისისა და ქვეშის ხევების დაცვაზე პასუხისმგებლები.

ქვეში მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრედ რჩებოდა XVI ს. ბოლოსთვისაც, რაზეც მიანიშნებს მისი არჩევა ქართლის მეფის ძირითად რეზიდენციად. XVII-XVIII სს. ქვეშის ციხე საორბელიანოს მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე იყო. მისი მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის ჯერ კიდევ მხოლოდ ქართველებით ყოფილა დასახლებული. XVIII ს.40-იან წლებში ციხეში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა მსახურთუხუცესმა ქაიხოსრო ორბელიშვილმა. XVIII ს. ბოლოსთვის ქვემო ქართლი აოხრდა და გაპარტახდა. შესაბამისად, ქვეშის ციხეც დაცარიელდა. XIX ს. დასაწყისში იგი უკვე რუსების ხელშია. მაგალითად, 1812 წელს ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყების დროს ქვეშის ციხეში კავკასიის მთავარმმართებლის ტორმასოვის ჯარის ნაწილი იდგა.

მდებარეობა
41.437579, 44.44092
მანძილი დედაქალაქიდან
76 კმ

იხილეთ ასევე

თეთრიწყარო (ყოფილი აღბულაღი, გადაერქვა 1940 წელს) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტ...

მდინარე ხრამის (იგივე ქციის) — ხეობა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც გაედინება ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. ზემოწელში მას ქციას...

ალგეთის წყალსაცავი — წყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან...

ფარცხისის ციხე – ციხესიმაგრე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის მხარეში. მდებარეობს მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე. ფარცხისის ა...

ამლივის (ამლევი) კომპლექსი — მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ორბეთის თემში, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდა...

ავლევის ციხე - XV-XVI საუკუნეების ციხე, მდებაორებს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ორბეთის თემში, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დ...

დმანისი (ყოფილი ბაშკიჩეთი, გადაერქვა 1947 წელს) — ქალაქი დამუნისიპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმ...

მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო) — ქალაქი დამუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტ...

ღვთისმშობლის ეკლესია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშის ცენტრში. ძველი ქართული ეკლესიის...

წმინდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია - "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშ...

დაშბაში, ტაშბაში (ისტორიული სახელი ახალქალაქი) — სოფელი ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში (თრიალეთის სადაბო თემი). მდებარეობს ჭოჭიანის პლატოზ...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

დაშბაშის კანიონი განსაკუთრებით იზიდავს იმ მოგზაურებს, ვისაც მცირე დისტანციის გავლის ფასად თვალწარმტაცი ფოტოების გადაღება უყვართ ჩვენი ქვეყნის საოცარ ა...

წალკა — ქალაქი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. წალკის თემის ცენტრი (სოფ. ტბეთი). მდებარეობს წალკის ქვაბულ...

წალკის წყალსაცავი — საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამი...

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ - ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, რომელიც დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

შავნაბადა – წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში.შავნაბადის მონასტერი ...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.ჩა...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

თუ მკითხავთ, რატომ უნდა ესტუმროთ თბილისს, მე ასე გიპასუხებთ: იმიტომ, რომ არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ესტუმროთ მას.თბილისი პატარა განზომ...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - კულტურის ცენტრი, რომელიც მდებაორებს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე N7.მუზეუმში გამოფენილია ...

თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილ...

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

რუსთავი -  თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვემო ქარ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქვეშის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!