ქვემო ქართლის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქვემო ქართლი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს. რეგიონი მოიცავს 7 ადმინისტრაციულ -ერთეულს. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კახეთი, ჩრდილო-სამხრეთიდან შიდა ქართლი და მცხეთა -მთიანეთი, დასავლეთიდან- სამცხე-ჯავახეთი, ხოლო სამხრეთიდან- სომხეთი და აზერბაიჯანი. რეგიონი ხასიათდება ნახევარ-უდაბნოებით, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონებით. ისტორიული თვალსაზრისით, ქვემო ქართლი გამორჩეულია ადგილობრივი ბუნების მშვენიერებით. რეგიონის ტერიტორიაზე შეგიძლიათ იხილოთ კაცობრიობის თითქმის ყველა პერიოდის გადმონაშთი. მაგალითად, დმანისი მსოფლიოს დაამახსოვრდა თავისი უძველესი ნასახლარით, სადაც აგრეთვე აღმოაჩინეს ადამიანთა ნარჩენები- კბილებისა და ძვლების სახით. როგორც ჩანს, დმანისი ყოფილა უძველესი დასახლება ადამიანებისა, პირველი ადამიანები სავარაუდოდ აქ ბინადრობდნენ. აქვე მახლობლად აღმოაჩინეს ეს უნიკალური ოქროს მაღარო, რომელიც თარიღდება ქრისტესშობამდე IV ათასწლეულით. საერთო ჯამში, ქ არის 650-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, 300 მათგანი კი მიიჩნევა საუკეთესო ტურისტულ მარშრუტად. 

დმანისის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი ეკლესია და ციხესიმაგრეების ნანგრევი, მღვიმე თუ მონოლითური კლდე. ქალაქი შემოსაზღვრული იყო მაღალი გალავნით. თავად ციხესიმაგრის შიგნით არის სამთანრიგიანი ბაზილიკა- დმანისის სიონი. ციხესიმაგრე აგრეთვე მასპინძლობს ეკლესიებს, დედოზარს, რომლებიც ფეოდალური დროით თარიღდება. ამ ნანგრევებზე აღმოაჩინეს ფართო გვირაბი, რომელსაც მდინარესთან ჩაყავხართ, მაღაზიები, აბანოები, ბანაკები, სარდაფები, მეჩეთი პატარა მადრასასთან ერთად. დმანისელთა საცხოვრებლები ძირითადად ფერადი ქვებით იყო აგებული.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც არის ადამიანთა სხეულის ნაწილები- ქვედა ყბა და კბილები. 1992 წელს არქეოლოგთა ამ აღმოჩენის შემდგომ გერმანელმა პალეონტოლოგმა გამოიკვლია ისინი, და დაადგინა, რომ 1,800,000 წლის არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ იყო ევრაზიის კონტინენტზე უძველესი დასახლება. მოგვიანებით აღადგინეს მათი სავარაუდო გარეგნობა და დაარქვეს მათ ქართული სახელები- ზეზვა და მზია (თბილისის სახელმწიფო მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ). დმანისში არაერთი კულტურული აღმოჩენა გაკეთდა. 2007 წლიდან დმანისის არქეოლოგიური ძეგლები შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 

საქართველოს დაცული ტერიტორიები მას შემდეგ გაფართოვდა, რაც 2013 წელს დაშბაშისა და სამშვილდის კანიონები აღმოაჩინეს. დაშბაშის კანიონი განსაკუთრებით საინტრესოა სამეცნიერო ექსპედიციების თვალსაზრისით. განთქმული გასაოცარი ბუნებით, შთამბეჭდავი ხედებით. აქ დამთვალიერებელი წააწყდება როგორც ბუნებრივ მღვიმეებს, აგრეთვე ადამიანთა ნახელავებსაც. თავად ხეობა ბუნებრივად ხასიათდება ჭარბი გარეულ მცენარეთა მრავალფეროვნებით.

მანგლისის სიონი ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ქრისტიანული ეკლესიაა საქართველოში. პირველი ეკლესია მანგლისში  IV საუკუნეში ააგეს, ხოლო მეხუთე საუკუნიდან ის საეპისკოპოსო ცენტრად იქცა. ქ იგრძნობა კვალი რუსული არქიტექტურისა. რაც შეეხება ბოლნისის სიონს, ისიც უძველეს ქრისტიანულ ეკლესიების სიაშია.  გამორჩეულია არქიტექტურითა და ორნამენტებით. 

თბილისიდან 15 კილომეტრში (სამხრეთ-დასავლეთით) ჯვრის გუმბათოვანი სტილის ბეთანიის ეკლესია მდებარეობს. წლების განმავლობაში ბეთანია დაკარგულად მიიჩნეოდა, მანამ სანამ ის XIX საუკუნეში ხელახლა არ აღმოაჩინეს. უნდა აღვნიშნო, რომ აქ არის XII-XIII საუკუნის ქართული ფრესკების უნიკალური ნიმუშები. მთელი ეკლესია შიგნიდან მოხატულია სხვადასხვა სცენებით ახალი აღთქიდან, კედლებს წინასწარმეტყველთა გამოსახულებები ამშვენებს, აქვეა ქრისტეს გამოსახულებაც. განსაკუთრებულ ნამუშევრად ითლება სამეფო ოჯახის პორტრეტები სამხრეთის კედელზე.

მდებარეობა
41.331451, 44.205531
41.701678, 44.366549
41.586354, 44.123344
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

შაორის ციხე მდებარეობს ფარავნის ტბის ჩრდილოეთ მხარეს ზღვის დონიდან 2735 მეტრეზე. ...

ტბა დრომატარებინე მდებარეობს აბულ-სამსარის ქედზე ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ...

ლევანის ტბა მდებარეობს აბულ-სამსარის ქედზე ზღვის დონიდან 2565 მეტრზე. ...

საბანაკე ლევანიის ტბასთან მდებარეობს ტბის ჩრდილოეთ მხარეს ზღვის დონიდან 2575 მეტრზე. ...

პანდას ტბა მდებარეობის აბულ-სამსარის ქედზე, მწვერვალი სამსარის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2780 მეტრზე....

მოხისი, დიდგორის მონუმენტი, ჭილის ტბა, პანორამული ხედები თბილისსა და შემოგარენზე, მუხათგვერდის სასაფლაო.ველო მარშრუტი იწყება ნიჩბისი-დიდგორის გზის გად...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!